„ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური გაყალბებისა და დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისის 124-ვე უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ კანდიდატებს შორის სხვაობას გადააჭარბა, რის გამოც ყველა ბათილი ბიულეტენის გადათვლას მოითხოვენ.
მისივე თქმით, დისბალანსი 20 უბანში დაფიქსირდა, რომლებიც ასევე აუცილებლად უნდა გადაითვალოს.
„ქუთაისის 124 უბნის შედეგების დათვლისას „ქართული ოცნების” კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატს გაუსწრო...
ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები უკვე სრულადა, შეჯამებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ლიდერობს.
ოპოზიციაში ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ისევ "მოიპარა".
მათი თქმით, მმართველმა გუნდმა მასშტაბური დარღვევებისა და გაყალბების გამოყენებით, საკუთარ კანდიდატს დაუმსახურებელი გამარჯვება ჩაუწერა.
შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებენ და მოქალაქეებს ამ...
წინააღმდეგობა 1.0 - მოძრაობა "სირცხვილიამ" დღეს, პარლამენტის წინ 7 საათზე აქცია ჩანიშნა. მოძრაობა განმარტავს, რომ ბოლო რამდენიმე წელია მიუხედავად ცალსახად დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმისა ისინი მხოლოდ არჩევნებითა და მშვიდობიანი პროტესტით ხედავენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას.
მათი განცხადებით, თავისუფალი არჩევნები "ოლიგარქის ავტორიტარულმა რეჟიმმა საბოლოოდ მიისაკუთრა".
"არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ხელში, ყველა სხვა პოლიტიკური პროცესის მსგავსად, სპეცოპერაციად იქცა, რომელშიც ძირითად როლს ძალოვანი...
მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან დაკავშირებით ხელისუფლების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით - განცხადება ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინასე ვაიდერმა არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეფასებისას გააკეთა.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო/ოდირმა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ მეორე ტურის მიმდინარეობა შეაფასა. მათი ყურადღების ცენტრში მოხვდა ყველა ის დარღვევა, ძალადობა, მოსყიდვა თუ მუქარა, რომელსაც ადგილი ჰქონდა.
ევროპარლამენტარის თქმით, დაშინებასა და დარღვევებს ძირითადად ადგილ ჰქონდა ოიპოზიციის...
„ოდირის“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება, - ამის შესახებ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმი და დათვლის პროცედურები იძლევა დროული რეაგირების საშუალებას, მაგრამ კანონი არ შეიცავს მკაფიო და ობიექტურ კრიტერიუმებს დათვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გადათვლის ჩატარებისთვის.
„ოდირის“ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება....
"სამართლიანი არჩევნები" არჩევნების მეორე ტურის დღის შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს. ISFED მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში,...
მწვავე უთანასწორობა რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი, - ამის შესახებ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრის და დათვლის პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს.
„ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდი ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო,...
"აი, ფაქტმა" ცესკო -ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების გადამოწმება დაიწყო. მათი ინფორმაციით, ქუთაისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია.
"გუშინ ქუთაისში სულ 124 უბანი იყო გახსნილი. აქედან 20 უბნის ოქმში დისბალანსია - ხმების+ბათილი ბიულეტენების ჯამი ნაკლებია მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე."
ორგანიზაციის ინფორმაციით, საბურთალოს #89 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აფიქსირებს "სომხურ კარუსელს" და ასევე მიუთითებს მოსყიდვის ფაქტსაც. მას ეთანხმება დამკვირვებელი.
რაც შეეხება ხმათა რაოდენობას, აქ მისული...
მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და განმარტა, რომ რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
„რაც შეეხება შედეგების შეჯამებას, „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63...
ზუგდიდის 109-ე, ე.წ კოვიდუბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ხმების 85.9% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ანზორ მელიამ -14.1%.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სპეციალურ სიაში 409 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხმა კი სულ 381-მა ადამიანმა მისცა.
აქედან წოწერიას 324-მა ადამიიანმა დაუჭირა მხარი, ანზორ მელიას კი 53-მა. 4 ბიულეტენი გაბათილდა.
ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების 100%-ია დათვლილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ანზორ მელიას ხმების 48.36% ( 25 863 ხმა)...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნება ჩხოროწყუს საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.
ჩხოროწყუს საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 7 წევრი ეყოლება, 1 წევრი იქნება ლელოდან, ხოლო გახარიას პარტიას - 7.
"დაკარგული აქვს ქართულ ოცნებას ჩხოროწყუში უმრავლესობა საკრებულოში, ამას წყალი არ გაუვა, რაც არ უნდა იწვალოს ქართულმა ოცნებამ, მჯერა, რომ ის ღირსეული ადამიანები ჩემი თანაქალაქელები არ გაიყიდებიან 30 ვერცხლად", - -ამბობს ენმ-ს წევრი რამაზ გულუა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, მთლიანობაში კი 23 საჩივარი დაწერეს.
ორგანიზაციის შეფასებით, ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე.
TI წერს, რომ შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით.
"ხშირი იყო...
მეორე ტურის დღეს, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში სულ ხუთი საჩივარი წარადგინეს, მათგან სამი საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო ორი საოლქო საარჩევნო კომისიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.
მათი განმარტებით, მეორე ტურის დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია 47 ინციდენტი.
„საარჩევნო ოლქებში, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისიას ახორცილებდა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის...
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული მერის, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, ისინი დეცენტრალიზაციისა და დეოლიგარქიზაციის პროცესზე იმუშავებენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ რეალურ თვითმმართველობაზე, დეცენტრალიზაციაზე ვიმუშავებთ, შევთავაზებთ იმ ინიციატივას, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა ადგილებზე და ვერტიკალზე აგებული ოლიგარქის დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ადგილებზე ეს სამაგალითოდ წალენჯიხაში მოხდება.
წალენჯიხას აქვს ისტორიული პარალელები უახლოეს წარსულთან, წალენჯიხიდან დიდი ცვლილებები დაწყებულა...
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა შეაჯამებს.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ცესკო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის დასრულებისთანავე შეაჯამებს.
„საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მეორე ტურის შედეგებს კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, არა უგვიანეს 13 ნოემბრისა ოფიციალურად შეაჯამებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.
ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა. საჩივრებიდან 121 დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ.
„საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ჩვენ დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებით უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































