“აი, ფაქტმა” ცესკო -ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების გადამოწმება დაიწყო. მათი ინფორმაციით, ქუთაისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების 16%-ში დისბალანსია.
“გუშინ ქუთაისში სულ 124 უბანი იყო გახსნილი. აქედან 20 უბნის ოქმში დისბალანსია – ხმების+ბათილი ბიულეტენების ჯამი ნაკლებია მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე.”
ორგანიზაციის ინფორმაციით, საბურთალოს #89 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აფიქსირებს “სომხურ კარუსელს” და ასევე მიუთითებს მოსყიდვის ფაქტსაც. მას ეთანხმება დამკვირვებელი.
რაც შეეხება ხმათა რაოდენობას, აქ მისული ამომრჩევლის რაოდენობაა 464 და ხმებისა და ბათილების ჯამია 463.