ცესკო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა შეაჯამებს

677

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა შეაჯამებს.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ცესკო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის დასრულებისთანავე შეაჯამებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მეორე ტურის შედეგებს კანონმდებლობით გაწერილი ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, არა უგვიანეს 13 ნოემბრისა ოფიციალურად შეაჯამებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა არჩევნების განახლებული წინასწარი მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც თითქმის ყველგან, „ქართული ოცნება“ იგებს.