„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარი წარადგინეს, მათგან 3 საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო 2 საოლქო საარჩევნო კომისიაში

288

მეორე ტურის დღეს, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში სულ ხუთი საჩივარი წარადგინეს, მათგან სამი საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო ორი საოლქო საარჩევნო კომისიაში, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს.

მათი განმარტებით, მეორე ტურის დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია 47 ინციდენტი.

„საარჩევნო ოლქებში, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ სადამკვირვებლო მისიას ახორცილებდა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში წარიმართა. ასევე, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული რისკების შემსუბუქების მიზნით, საარჩევნო პროცესი სათანადოდ იყო ადმინისტრირებული. მიუხედავად აღნიშნულისა, კვლავაც გამოწვევად რჩება საარჩევნო სუბიექტებს შორის აგრესიული და ურთიერთშეურაცმყოფელი რიტორიკა, რომელიც ხელს უწყობს მხარეთა შორის პოლარიზაციის გაღრმავებას. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო რუსთავის საარჩევნო ოლქში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არჩევნების დღის წინასწარი შეფასება