“ქართული ოცნება” ჩხოროწყუს საკრებულოში უმრავლესობას კარგავს

710

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნება ჩხოროწყუს საკრებულოში უმრავლესობას კარგავს.

ჩხოროწყუს საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 7 წევრი ეყოლება, 1 წევრი იქნება ლელოდან, ხოლო გახარიას პარტიას – 7.

“დაკარგული აქვს ქართულ ოცნებას ჩხოროწყუში უმრავლესობა საკრებულოში, ამას წყალი არ გაუვა, რაც არ უნდა იწვალოს ქართულმა ოცნებამ, მჯერა, რომ ის ღირსეული ადამიანები ჩემი თანაქალაქელები არ გაიყიდებიან 30 ვერცხლად”, – -ამბობს ენმ-ს წევრი რამაზ გულუა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ჩხოროწყუს მერის არჩევნებში, ენმ-ს კანდიდატს ბადრი ქარჩავას ხმების 49,119% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს დავით გოგუას 50,881, დათვლილია ხმების 100%.