წინა სტატია
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის დატოვება მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა ფრაქციის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.
„მე მართლა მთელი გულით შევედი პარლამენტში, მინდოდა ჩემი გამოცდილება, რაც 30 წლის განმავლობაში დამიგროვდა, გამეზიარებინა ამ ხალხისთვის, მაგრამ არა თუ არ სჭირდება არავის, აგრესიით და მტრად განმიხილავენ, უბრალოდ იმიტომ, რომ განსხვავებული...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მას 7 ნოემბერი არ აკომპლექსებს. ის ამბობს, რომ მათ ყველაფერი ახსოვთ და თავის დროზე 7 ნოემბერზე პასუხისმგებლობა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აიღო. ღამის კურიერის წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად მიზანშეწონილი იყო ენმ-ის მიერ აქციის დანიშვნა 7 ნოემბერს, როცა ამ თარიღს ტელეკომპანია იმედის, ტელეკომპანია კავკასიის გაჩერება, აქციის დაშლა უკავშირდება. ბარამიძის თქმით, არ აქვს პრობლემა, ამ დღეს გამოვიდეს...
წინა სტატია
ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას აქციის თარიღთან დაკავშირებით " ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
თავდაპირველად ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა და აქციის თარიღად კვირა, 7 ნოემბერი გამოაცხადა.
"გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ...
„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ გაიმართება.
როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქცია ნამდვილად იქნება, 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა 7 ნოემბერს არ უნდა იყოს.
„7-ში არ იქნება მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. გადაწყვეტილია, იქნება ნამდვილად 6-ში ან 8-ში, არ გადაიწევს სხვა ციკლში. უბრალოდ 7-ში არ იქნება, იმიტომ, რომ 7-ში არ უნდა...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას" ერთპარტიული უმრავლესობა ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ექნება.
ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში.
აღსანიშნავია, რომ როგორც გუშინ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რამდენიმე საკრებულოში, სადაც "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
ხვალ, 1 ნოემბერს 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება.
საოლქო საარჩევნო კომისიები 11:00 საათზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართავს ინიციატივითა და რეკომენდაციით, სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გადათვლის პროცედურებმა პირველ ტურზე აჩვენა, რომ ამან მნიშვნელოვნად...
მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგს, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუკი რამე სიყალბეს გამოხატავს, ეს გუშინდელი არჩევნებია.
„რა თქმა უნდა, ამ ადგილიდანაც და იმ ადგილიდანაც, სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ, ძალიან მალე, უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ თითოეული ჩვენგანის...
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით, არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას აცხადებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მკაფიო შეფასების მიუხედავად, ძირითადი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაიდგა.
ჰარცელის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიამ კვლავ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და რომ კამპანია იყო კონკურენტული, ასევე, დაფიქსირდა ნეგატიური რიტორიკა, ამომრჩევლების დაშინებისა და ზეწოლის მუდმივი ბრალდებები და რესურსების მკვეთრი დისბალანსი...
ოპოზიციამ კვირის დღეებში რეგიონებში, 7 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა.
რუსთაველის გამზირზე დღევანდელ შეკრებაზე ნიკა მელიამ მოქალაქეებს ოპოზიციის გეგმები გააცნო.
"ხელისუფლებას ამაოდ გონია, რომ გუშინ გამარჯვება მოიპოვა. მას გუშინ გამარჯვება არ მოუპოვებია. გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი ძალიან მალე. ჩვენ ვაპირებთ მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, ფართო ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას.
სამშაბათს ვაპირებთ ბათუმში ჩასვლას ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე გავაპროტესტოთ ჩვენს მეგობრებთან ერთად....
არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ივანიშვილის მიერ დაწერილი ბიულეტენებით,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ამ არჩევნებზე ოლიგარქს ძალიან დიდი ძალა აჩვენა.
„მოგესალმებით ოპოზიციის სახელით, მოგესალმებით ბრძოლის შემართებით, მოგესალმებით პრინციპულობით და გამარჯვების ჟინით, რომელსაც არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში. მე მესმის რამდენი ენერგია, რამდენი ემოცია მიაქვს არჩევნებს, ბრძოლას...
საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების გამო, საიას დამკვირვებლებმა 31 საჩივარი და 20 შენიშვნა დაწერეს.
საიას დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის...
"ეს ხალხი არასდროს დაიჩოქებს... საქართველო იქნება თავისუფალი და თავისუფლება მოდის მხოლოდ ბრძოლაში", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საუბრობს.
მისი თქმით, ერთიანობას ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებაც აქციაზე ისაუბრა.
"ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ქვეყნის მოგუდვა, რუსული გზა... ჩვენ ამ ხმებს დავიცავთ თბილისში, ბათუმში ქუთაისში და ყველა...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის შედეგები უკვე დათვალა. გარდა მერებისა, მოსახლეობის ნაწილი საკრებულოების დეპუტატებსაც ირჩევდა. ცესკოს მონაცემების მიხედვით, მეორე ტურში ასარჩევი 42 დეპუტატიდან 13 ოპოზიციური პარტიისაა.
ზუგდიდი
ზუგდიდში მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ ერთ, #4 ოლქში გაიმართა, სადაც ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. კერძოდ:
ზვიად ჯღარკავა (ენმ) — 47,827%
ირაკლი ჯანაშია (ქართული ოცნება) — 52,173%
წალენჯიხა
განსხვავებული ვითარებაა წალენჯიხაში. გარდა იმისა, რომ ეს ერთადერთი ქალაქია, სადაც...
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები აუცილებელია, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლოზუნგი "არჩევნები გაუქმებულია" მცდარად მიაჩნია.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არასაარჩევნო გზით რეჟიმის ცვლილებას საზოგადოების ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური მეთოდების აღმოფხვრას, ამიტომ საზოგადოებას არ უნდა შეექმნას მოლოდინი, რომ წარმატების მიღწევა სწრაფად იქნება შესაძლებელი.
"ქვეყანა რთულ ვითარებაშია....
ნამდვილად რუსთავისთვის არის ახალი გამოწვევა, რომ საკრებულოში არ გვყავს უმრავლესობა და ჩემთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რომ ეს უმრავლესობა გვყოლოდა, მაგრამ არ ვუშინდებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამაში სანერვიულო არაფერი არ არის.
„ამ გამოწვევას დავძლევთ. პირიქით, ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს ოპოზიციურ პარტიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ოპოზიციური ხმებით წარმოდგენილი საკრებულოში, აკეთონ საქმე, საქმის კეთებაზე გადავიდეთ....
რაც შეეხება სისუსტეებს, ის მოიცავს ძლიერ პოლარიზაციას, რომელიც არ პასუხობს კარგ დემოკრატიულ სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად არჩევნების დღე კარგად იყო ადმინისტრირებული, მაინც იყო ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და კონკრეტული ინციდენტები, რაც დაძლეულ უნდა იქნას.
„დამკვირვებლებმა თავის ანგარიშში ასახეს რამდენიმე მაგალითი - არ არის ბალანსი რესურსების მიმართულებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. თავად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































