ოპოზიციამ თარიღი შეცვალა – თბილისში აქცია 7 ნოემბრის ნაცვლად 6 ნოემბერს გაიმართება

278

წინა სტატია

ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს გამართავს. ინფორმაციას აქციის თარიღთან დაკავშირებით ” ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაპირველად ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა და აქციის თარიღად კვირა, 7 ნოემბერი გამოაცხადა.

“გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს, მაგრამ ეს აქცია, ეს დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან ბევრი თვალსაზრისით”, – განაცხადა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის შეკრებაზე.

აქცია ოპოზიციამ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაგეგმა. თბილისის მერობის კანდიდატმა პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ — სამშაბათს ბათუმში ჩავლენ, რათა ადგილზე გააპროტესტონ, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, კვირას კი აქცია თბილისში გაიმართება.

მოგვიანებით “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შეეშალათ და 7 ნოემბერს აღარ გამართავენ.