ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის შედეგები უკვე დათვალა. გარდა მერებისა, მოსახლეობის ნაწილი საკრებულოების დეპუტატებსაც ირჩევდა. ცესკოს მონაცემების მიხედვით, მეორე ტურში ასარჩევი 42 დეპუტატიდან 13 ოპოზიციური პარტიისაა.
ზუგდიდი
ზუგდიდში მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ ერთ, #4 ოლქში გაიმართა, სადაც ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. კერძოდ:
- ზვიად ჯღარკავა (ენმ) — 47,827%
- ირაკლი ჯანაშია (ქართული ოცნება) — 52,173%
წალენჯიხა
განსხვავებული ვითარებაა წალენჯიხაში. გარდა იმისა, რომ ეს ერთადერთი ქალაქია, სადაც ოფიციალური მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატი ლიდერობს, მეორე ტურში გადასული დეპუტატობის კანდიდატებიდანაც 4 ოპოზიციას წარმოადგენს. სულ წალენჯიხაში არჩევნები 5 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, შედეგები კი ასეთია:
#1 მაჟორიტარული ოლქი
- გელა აბულაძე (გახარია საქართველოსთვის) — 53,457
- ვალერიანე კვარაცხელია (ქართული ოცნება) — 46,543%
#4 მაჟორიტარული ოლქი
- მამუკა მიქავა (ენმ) — 50,348%
- ლირა ღურწკაია (ქართული ოცნება) — 49,652%
#5 მაჟორიტარული ოლქი
- ბელა კვირკვია (ენმ) — 46,537%
- ნანა კეკუა (ქართული ოცნება) — 53,463%
#6 მაჟორიტარული ოლქი
- რომან კვარაცხელია (ენმ) — 50,115%
- ვლადიმერი კვარაცხელია (ქართული ოცნება) — 49,885%
#9 მაჟორიტარული ოლქი
- დათო მესხია (ენმ) — 50,125%
- ბაკურ სონგულია (ქართული ოცნება) — 49,875%
ჩხოროწყუ
წალენჯიხის მსგავსად, მეორე ტური გაიმართა ჩხოროწყუს 5 მაჟორიტარულ ოლქში და აქაც ოთხში ოპოზიცია ლიდერობს — ერთში ნაციონალური მოძრაობა, ხოლო სამში ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია.
#1 მაჟორიტარული ოლქი
- რამაზი გულუა (ენმ) — 47,617%
- ჯანო პერტაია (ქართული ოცნება) — 52,383%
#2 მაჟორიტარული ოლქი
- ვარლამ სიჭინავა (ენმ) — 51,381%
- მამუკა ფიჩხაია (ქართული ოცნება) — 48,619%
#5 მაჟორიტარული ოლქი
- შოთა წურწუმია (გახარია საქართველოსთვის) — 57,152%
- დათო კვირტია (ქართული ოცნება) — 42,848%
#6 მაჟორიტარული ოლქი
- ტარიელ შენგელია (გახარია საქართველოსთვის) — 56,055%
- ნუგზარ ჯალაღონია (ქართული ოცნება) — 43,945%
#7 მაჟორიტარული ოლქი
- აჩიკო ცირამუა (გახარია საქართველოსთვის) — 50,479%
- გოგა თოლორდავა (ქართული ოცნება) — 49,521%
სენაკი
სენაკში მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა და ორივეში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. შედეგები ასეთია:
#3 მაჟორიტარული ოლქი
- ლაშა კუჭავა (ენმ) — 46,945%
- გიგა წურწუმია (ქართული ოცნება) — 53,055%
#8 მაჟორიტარული ოლქი
- მამუკა აფშილავა (ენმ) — 46,06%
- შაქრო კოკაია (ქართული ოცნება) — 53,94%
მარტვილი
მარტვილში მეორე ტური სამ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, საიდანაც ორში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს — ერთი ნაციონალური მოძრაობის და ერთი პატრიოტთა ალიანსიდან წამოსული და პარლამენტში შესული ევროპელი სოციალისტების. შედეგები ასეთია:
#3 მაჟორიტარული ოლქი
- კობა ასაბაშვილი (ენმ) — 50,72%
- გიორგი გაბუნია (ქართული ოცნება) — 49,28%
#8 მაჟორიტარული ოლქი
- ზურაბ ბიგვავა (გახარია საქართველოსთვის) — 49,903%
- მინდია გაბისონია (ქართული ოცნება) — 50,097%
#9 მაჟორიტარული ოლქი
- გიორგი ჯიჯელავა (ევროპელი სოციალისტები) — 50,446%
- გოგი ბასილაია (ქართული ოცნება) — 49,554%
ლენტეხი
ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა მეორე ტური ლენტეხში და ოფიციალური შედეგების მიხედვით, აქ კახა კუკავას თავისუფალი საქართველოს კანდიდატი ლიდერობს:
#5 მაჟორიტარული ოლქი
- გიორგი შავრეშიანი (თავისუფალი საქართველო) — 54,268%
- ბერდია ზურაბიანი (ქართული ოცნება) — 45,732
ონი
ონში მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა და ცესკოს მიხედვით, ორივეში ქართული ოცნების კანდიდატი იგებს.
#4 მაჟორიტარული ოლქი
- თამარ მეტრეველი (გახარია საქართველოსთვის) — 43,478
- მადლენა მეტრეველი (ქართული ოცნება) — 56,522%
#7 მაჟორიტარული ოლქი
- თეიმურაზ დევიძე (ლელო) — 40%
- მამუკა ყავლაშვილი (ქართული ოცნება) — 60%
წყალტუბო
ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყო მეორე ტური წყალტუბოში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს.
#11 მაჟორიტარული ოლქი
- ლადო ყაველაშვილი (ენმ) — 41,057%
- რევაზი დიდავა (ქართული ოცნება) — 58,943%
სამტრედია
დაახლოებით წყალტუბოს მსგავსი ვითარებაა სამტრედიაში:
#8 მაჟორიტარული ოლქი
- ალექსანდრე კოხრეიძე (ენმ) — 43,107%
- პაატა კოხრეიძე (ქართული ოცნება) — 56,893%
ჩოხატაური
მეორე ტური ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყო ჩოხატაურშიც და ცესკოს მონაცემებით, აქაც ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს.
#10 მაჟორიტარული ოლქი
- მამუკა ჯინჭარაძე (გახარია საქართველოსთვის) — 48,283%
- ზვიადი მამალაძე (ქართული ოცნება) — 51,717%
ოზურგეთი
ოთხ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა მეორე ტური ოზურგეთში. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ორში ოპოზიცია იგებს, კერძოდ, გახარიას პარტია საქართველოსთვის და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები. შედეგები ასე გადანაწილდა:
#1 მაჟორიტარული ოლქი
- გიორგი სირაძე (გახარია საქართველოსთვის) — 54,461%
- ლელა საჯაია (ქართული ოცნება) — 45,539%
#6 მაჟორიტარული ოლქი
- რაინდი დუმბაძე (ენმ) — 54,528%
- გიორგი ჩაგანავა (ქართული ოცნება) — 45,472%
#11 მაჟორიტარული ოლქი
- ნინო მახარაძე (ქართული ოცნება) — 53,855%
- დათა მიქელაშვილი (დამოუკიდებელი) — 46,145%
#12 მაჟორიტარული ოლქი
- შალვა თავდიაშვილი (ენმ) — 42,685%
- ტიტე მგელაძე (ქართული ოცნება) — 57,315%
ხულო
ხულოში მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა და ცესკოს შედეგების მიხედვით, ორივეში ქართული ოცნება ლიდერობს.
#1 მაჟორიტარული ოლქი
- ლევან მახარაძე (ენმ) — 42,424%
- ირაკლი ბოლქვაძე (გახარია საქართველოსთვის) — 57,576%
#2 მაჟორიტარული ოლქი
- თენგიზ შანთაძე (ენმ) — 46,496%
- ნადიმ დეკანაძე (ქართული ოცნება) — 53,504%
ქედა
ქედაში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ერთ ოლქში იყო და მცირე სხვაობით, თუმცა ქართული ოცნება იგებს.
#2 მაჟორიტარული ოლქი
- ევგენ ცინცაძე (ენმ) — 49,221%
- ოთარ ხარაძე (ქართული ოცნება) — 50,779%
ხელვაჩაური
დაახლოებით ქედის მსგავსი სიტუაციაა ხელვაჩაურშიც, თუმცა აქ არჩევნები ორ მაჟორიტარულ ოლქში იყო. კერძოდ:
#5 მაჟორიტარული ოლქი
- მამუკა ჯევაიში (ენმ) — 48,209%
- ელიზბარ ზოიძე (ქართული ოცნება) — 51,791%
#6 მაჟორიტარული ოლქი
- დავით დუმბაძე (ენმ) — 48,651%
- შოთა ფუტკარაძე (ქართული ოცნება) — 51,349%
ჭიათურა
ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა მეორე ტური ჭიათურაში და ცესკოს მონაცემებით, იგებს ქართული ოცნება.
#12 მაჟორიტარული ოლქი
- რემი ბიწაძე (ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა) — 42,549%
- ვახტანგ ცუცქირიძე (ქართული ოცნება) — 57,451%
ხაშური
ჭიათურის მსგავსი ვითარებაა ხაშურშიც, კერძოდ;
#7 მაჟორიტარული ოლქი
- თემურ ვარდოშვილი (ენმ) — 37,752%
- დავით მეტრეველი (ქართული ოცნება) — 62,248%
ქარელი
ქარელში მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში იყო და ოფიციალური შედეგების მიხედვით, ორივეში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს. კერძოდ:
#1 მაჟორიტარული ოლქი
- თემურ ხოსრუაშვილი (ენმ) — 45,29%
- ყარამან როინაშვილი (ქართული ოცნება) — 54,71%
#3 მაჟორიტარული ოლქი
- მურთაზ ცისკარაძე (ენმ) — 52,178%
- გიორგი გრიგალაშვილი (ქართული ოცნება) — 47,822%
კასპი
ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყო არჩევნების მეორე ტური კასპში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო.
#5 მაჟორიტარული ოლქი
- ვალერი ბაკიძე (ენმ) — 37,965%
- ბადრი ჯანიაშვილი (ქართული ოცნება) — 62,035%
დუშეთი
ერთ ოლქში იყო არჩევნები დუშეთშიც და ცესკოს მონაცემებით, აქაც ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს.
#1 მაჟორიტარული ოლქი
- იოსებ ბუჩაშვილი (ენმ) — 21,655%
- გიორგი ინაშვილი (ქართული ოცნება) — 78,345%
თიანეთი
თიანეთში, როგორც მერის არჩევნების, ისე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ქართულ ოცნების კონკურენტი პარტიის ყოფილი წევრი, თამარ მეჭიაური იყო. ცესკოს შედეგების მიხედვით, მასაც და მის კანდიდატსაც მმართველ პარტიაზე ნაკლები ხმა აქვს.
#1 მაჟორიტარული ოლქი
- ნანა ცალუღელაშვილი (თამაზ მეჭიაური — ერთიანი საქართველოსთვის) — 49,56%
- ზვიად ზვიადაური (ქართული ოცნება) — 50,44%
ახმეტა
ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყო მეორე ტური ახმეტაშიც, სადაც ნაციონალურ მოძრაობას მალხაზ მაჩალიკაშვილი წარმოადგენდა. თუმცა, ოფიციალური შედეგებით, მან მმართველი პარტიის კანდიდატზე ნაკლები ხმა მიიღო.
#3 მაჟორიტარული ოლქი
- მალხაზ მაჩალიკაშვილი (ენმ) — 38,496%
- ელდარ ბაღაკაშვილი (ქართული ოცნება) — 61,504%
ყვარელი
ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს ყვარელშიც. შედეგები ასეთია:
#9 მაჟორიტარული ოლქი
- რატი ტურაშვილი (გახარია საქართველოსთვის) — 45,089%
- მამუკა ბერიაშვილი (ქართული ოცნება) — 54,911%
რუსთავი
მეორე ტური გაიმართა რუსთავის ერთ მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც, ცესკოს მიხედვით, ხმების უფრო მეტი რაოდენობა ქართული ოცნების კანდიდატმა მიიღო.
#6 მაჟორიტარული ოლქი
- ერეკლე დოლიძე (გახარია საქართველოსთვის) — 46,625%
- გრიგოლ ვეფხვაძე (ქართული ოცნება) — 53,775%
თბილისი
მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა მეორე ტური დედაქალაქში, თბილისში. აქ ქართული ოცნების კანდიდატის კონკურენტი გირჩი — მეტი თავისუფლების წარმომადგენელი იყო. ოფიციალური შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ლიდერობს.
#3 მაჟორიტარული ოლქი
- ავთანდილ ცინცაძე (ქართული ოცნება) — 55,523%
- ბორის ყურუა (გირჩი — მეტი თავისუფლება) — 44,477%
მართალია, ცესკომ უბნების 100% უკვე დათვალა, მაგრამ ჯერ წინ არის საჩივრების განხილვა, რის შედეგადაც, მონაცემები, შესაძლოა, შეიცვალოს. ამ დროისთვის რთულია ზუსტად ვთქვათ, ექნება თუ არა ოპოზიციას უმრავლესობა რომელიმე საკრებულოში ან ეყოლება თუ არა მერი, გარდა ერთი ქალაქისა.