ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იზა ჩირგაძე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ქალაქის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა და განვითარებული მოვლენების გამო, სიტუაციას გაერიდა. ჩირგაძის განმარტებით, სოფელში ნათესავთან იმყოფებოდა და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
ჩირგაძემ საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ხატია წილოსანმა გახსნეს.
თანამედროვე სათბურის ბაზაზე ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზება მოხდება....
ზუგდიდში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან იყვნენ, დაიშალნენ, თუმცა აცხადებენ, რომ პროტესტი ყოველ ღამე გაგრძელდება.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დილით მცირე სიტყვიერი დაპირსპირებაც იყო. აქციის მონაწილეებს გუბერნიის შენობაში "ნახვაწას" (ღომის ქერქი) შეტანა უნდოდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
„ჩვენ მათ შევპირდით, რომ ვერ იქნებიან სამეგრელოში და ზუგდიდში მშვიდად. მათ წინააღმდეგობის კერა ყველგან ექნებათ. არ შეგვიშვეს...
"ოცნების" გასაგონად მინდა ვთქვა, მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი - არ ვაპირებ სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც გუშინ საღამოდან იმყოფება და შიმშილობს.
მისი თქმით, პარლამენტიდან გასვლას არ აპირებს.
„ვაგრძელებ შიმშილობას, გეგმა ვერ შეიცვლება მანამ, სანამ პრეზიდენტს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და არ იქნება მისი ჯანმრთელობის გარანტიები. ეს არ...
ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, იყოს ყველაზე მწვანე, იყოს სოციალური პროგრამები რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციური პარტიები საკუთარი გავლენის ქვეშ. საოცრებაა პირდაპირ. გავიხსენოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ჩვენი ქვეყნის გარკვეულმა...
მზად ვარ გადავდგა ნაბიჯი თანამშრომლობისკენ, ისევ და ისევ ჩემი ქალაქისთვის, ისევ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მე ვთქვი, რომ არ ვარ მხოლოდ იმ ადამიანების მერი, ვინც მხარი დამიჭირა და არ მინდა ამ ქალაქის დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად. ყველას მერი ვიქნები, მეგობრებო. ვდგამ ამ ნაბიჯს, რომ ვითანამშრომლოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი...
"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მსგავსად, წალენჯიხაში ბინას იყიდის, გადავა იქ საცხოვრებლად და დაეხმარება ოპოზიციის მერობის გამარჯვებულ კანდიდატს ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. ის მიიჩნევს, რომ ამით ადგილობრივ თვითმმართველობას გააძლიერებს.
ამასთან, ხაზარაძემ მიმართა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ საკუთარი ბიზნესი წალენჯიხაში გადაარეგისტრირონ იმისათვის, რომ მათ მიერ გადახდილი მოგების გადასახადი წალენჯიხაში დარჩეს.
რეალურად, მოგების გადასახადი, ისევე, როგორც, მაგალითად,...
მივმართავ ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო და მკაცრი ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე კოვიდვითარების შეფასებისას განაცხადა.
"სავალდებულო გახდეს აცრა რისკჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიებს, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და...
ჩატარებული არჩევნები საშუალებას იძლევა, პოლარიზაცია დასრულდეს და თვითმმართველობის დონიდან დაიწყოს თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ახლახან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები დასრულდა, თუმცა, რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, ვინაიდან გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც - საზოგადოება.
"რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი...
მას შემდეგ, რაც ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ დავით შარაშიძეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი გადასცა, რომლითაც მისი მერად არჩევა დასტურდება, ახლადარჩეული მერი შეუდგა კიდეც უფლებამოსილების გახორციელებას. ერთ-ერთი პირველი, რაც ახლადარჩეულმა მერმა გააკეთა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკადრო ცვლილებებია. ამ მხრივ, ძირითადი აქცენტი სამსახურის უფროსებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებზე კეთდება. ამის შესახებ გურია ნიუსი წერს.
შარაშიძის უფლებამოსილების ცნობამდე კარგა ხნით...
წინა სტატია
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაზე ბანერის გადმოფენისა და ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრების მიერ გაკეთებული წარწერის გამო, სამართალდარღვევის ოქმი განიხილა.
ოქმი ქალაქ ოზურგეთის მერიამ , ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ოზურგეთის მერიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კანონის დაცვით შეადგინა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კანონდამრღვევებად ცნო, თუმცა 50 ლარიანი ჯარიმა სიტყვიერი შენიშვნით შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა,...
პროგრამის “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში რუსთავში განსახორციელებელ პროექტებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. მოქალაქეებს ელექტრონული სახით ხმა იმ ინიციატივისთვის უნდა მიეცათ, რომლის განხორციელებაც ქალაქში სურთ. ამის შესახებ ტვ4 წერს.
კენჭისყრის შემდეგ ეტაპზე სულ 10 იდია იყო გადასული. გამარჯვებული პროექტი 5 ნოემბრამდე უნდა გამოვლინდეს.
პროექტი 2022 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
პროგრამის პირველ ეტაპზე რუსთავის მერიაში სულ 45 წინადადება შევიდა, რომელთაგან ხმის მიცემის ეტაპზე 10 ინიციატივა...
დღევანდელი მოცემულობით, ქალაქში 15- მდე სხვადასხვა მასშტაბის ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დღეებში ჩვენ ვხვდებით სამუშაოების მწარმოებლებს და ადგილზე ვნახულობთ, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
მერმა 26 მაისის და ნიკეას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა, ეწყობა მწვანე საფარი. სამუშოების ღირებულება 390 ათასი ლარია, რომელსაც შპს „ჯორჯიან სტოუნი" ასრულებს.
მათივე ცნობით,...
წინა სტატია
ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, იზა ჩირგაძესთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას ტყუილი უწოდა.
მდინარაძემ დღეს, თქვა, რომ თუ არჩევნების დღეს იზა ჩირგაძეზე ზეწოლა ხდებოდა, მას ამის შესახებ იმ დღესვე უნდა ეთქვა.
ხატია დეკანოიძის თქმით კი იზა ჩირგაძემ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მაშინვე მიმართა, თუმცა მისგან რეაგირება არ ყოფილა.
"ტყუილს ავრცელებს ბატონი მდინარაძე: იზა ჩირგაძემ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქუთაისში 90-ე უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურზე დარღვევებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების კომისიის წევრებს "სოლიდური შეთავაზებები" ჰქონდათ, რათა ეთქვათ, რომ პარტიამ უკანონო დავალება მისცა.
"რატომ იყო არასწორი ინფორმაცია გავრცელებული - ეს დამატებითი ინფორმაციის მოძიების საგანია და თქვენც გირჩევთ, რომ დაინტერესდეთ კარგად - რა იყო საფუძველი, რატომ გაახსენდა მესამე დღეს ან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას აშენებს.
მათივე ცნობით, პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6.3 მილიონი ლარია.
„სკოლის მშენებლობის პროცესს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































