ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იზა ჩირგაძე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ქალაქის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა და განვითარებული მოვლენების გამო, სიტუაციას გაერიდა. ჩირგაძის განმარტებით, სოფელში ნათესავთან იმყოფებოდა და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
ჩირგაძემ საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა.