ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში საბავშვო ბაღი აშენდება. როგორც ახმეტის მერმა, ალექსანდრე ფიცხელაურმა განაცხადა, პროექტის მომზადება უკვე დაწყებულია. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
"სოფელ აწყურში ბაღის მშენებლობისთვის 700 000 ლარია გათვალისწინებული, ბაღში ორი ჯგუფი განთავსდება. აგრეთვე, აწყურის მსგავსად, ნაქირავებ ფართში გვყავს ბავშვები სოფელ ხორხელშიც. ვითანამშრომლეთ განათლების სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგან სკოლის ფართი დიდია, ბაღიც იქ განვათავსოთ. ამისათვის, ჩატარდება რეაბილიტაცია, მოეწყობა ცენტრალური...
თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, ეს იყო ძირითადად დისციპლინური დარღვევები.
„საჩივრების უმეტესობა დაკმაყოფილდა და კომისიის წევრებს შენიშვნა მივეცით. ერთი საჩივარი "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოს ჰქონდა შემოტანილი. ორი ბიულეტენი, რაც გაბათილებული იყო, მიიჩნიეს, რომ არ უნდა გაბათილებილიყო. ჩვენ ბათილებში დავტოვეთ და ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა.
განსახილველი დაგვრჩა...
ბათუმში სამ სხვადასხვა მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება.
მერიის ინფორმაციით, მრავალბინიანი სახლების ეზოებში ძველი წყალარინების სისტემა განახლდება და ახალი სანიაღვრე არხები მოეწყობა.
სამუშაოებისთვის მილიონამდე ლარს დახარჯავს თვითმმართველობა, პროექტის დასრულების ვადად კი აპრილი სახელდება.
ქედის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
როგორც აჭარის მთავობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 20 ეკომიგრანტ ოჯახს ბინა უახლოეს დღეებში გადაეცემა.
ბათუმის გენერალური განვითარების გეგმა კვლავ შემუშავების პროცესშია. ქალაქის სახელმძღვანელო დოკუმენტზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და დღეს ამ ჯგუფის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ბათუმის გენერალურ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტები მესამე სექტორს მათ მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოებს გააცნობენ და მათგან რეკომენდაციებსაც მოისმენენ.
ქალაქის განაშენიანებაში მთავარი დოკუმენტის მომავალი ავტორები მიიჩნევენ, რომ პროექტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია და მას სისტემატური ხასიათი ექნება.
ბათუმის გენგეგმის დამკვეთი...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში მთელი რიგი ცვლილებებია. დღეს, 5 ნოემბერს, ბოლო ვადაა, როცა მთავრობამ პარლამენტს მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უნდა წარუდგინოს.
"კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, მთელი რიგი ცვლილებებია. მათ შორის: მიმდინარე 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 65 მლრდ. ლარს აღწევს....
ბათუმში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე 300-მდე ახალი სკამი ეტაპობრივად განთავსდება, მათ შორის, სანათიანიც.
გარდა ამისა, პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა.
მერიაში ამბობენ, რომ ტბის ირგვლივ დასრულდა განათების ახალი სისტემის მონტაჟიც.
ცენტრალური პარკის განახლებისთვის მილიონი ლარია გამოყოფილი.
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებას ტყუილს უწოდებს.
როგორც "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურის შედეგებით შეშინებულია და "ქართულ ოცნებას" არავის გადაბირება არ სჭირდება.
„ცხრა წლის განმავლობაში არაერთი ბრალდება ისმის ჩვენი მისამართით და არასდროს ეს ფაქტები არ დადასტურებულა, ამ შემთხვევაშიც არ არის გამონაკლისი, დაზუსტებით ვამბობ, რომ ეს არის ტყუილი და სიმართლესთან არანაირი...
წალენჯიხაში “ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, გიორგი ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ, რაიონის მიმართ ინტერესი იზრდება. ყოველ შემთხვევაში, იქ გადასახლებას გეგმავს პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ასევე, მას მიჰყვება ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს.
მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში გადასახლების გეგმა 3 ნოემბერს, ზუგდიდში გამართულ აქციაზე გააჟღერა და ბიზნესმენებს მოუწოდა, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ.
"ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და...
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7425 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,5%-ით მეტი) 5371,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 36,9 %-ით მეტია. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 73,7 % მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,0 % თბილისზე, 9,3 % - მცხეთა-მთიანეთზე, 8,9 % - ქვემო ქართლზე,...
რაჭის რეგიონში მდებარე ბიზნესები უკვე წლებია საუბრობენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელიც რაჭის ტურისტული პოტენციალის ათვისებას აფერხებს. რაჭის სოფლების ნაწილში ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. როგორც რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, ამ პრობლემების გამო ზამთარში რაჭაში სასტუმროები იხურება, რადგან მათი მუშაობა არსებულ პირობებში წარმოუდგენელია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
ალავერდაშვილის თქმით, იქამდე სანამ სახელმწიფო ამ პრობლემებს არ...
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020).
ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას, მათ საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე ორ ქვეყანას შორის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობას გამოსვლისას ხაზი გაუსვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური...
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში - პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს და ფეისბუქზე წერს:
"ყველაფერს აქვს საზღვარი!!!
ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!!
მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე.
ქართულო ოცნებავ, ყველაფერში არღვევთ კანონებს:ითვისებთ წაგებულ არჩევნებს,იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით...
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების საფუძველზე კიდევ 15 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალეს, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, გადათვლის შედეგად ზემოაღნიშნულ საარჩევნო უბნებზე შედეგები უცვლელი დარჩა და მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
„საარჩევნო ადმინისტრაცია გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას საჩივრების საფუძველზე საარჩევნო უბნების...
ამ მძიმე ეპიდვითარებაში, საპროტესტო აქციები ყოველდღიური სიკვდილიანობის ზრდას უწყობს ხელს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აქამდე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო რთული, დღეს ის ურთულესად შეიძლება შეფასდეს.
„ამ ვითარებას ზეპარტიული და ზეპოლიტიკური მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, პროცესი უმართავი გახდეს. კლინიკები და მედპერსონალი თავისი შესაძლებლობის ზღვარზე იმყოფება. პრაქტიკულად, ყველა რეანიმაციული...
პოლონეთის მთავრობა საქართველოს კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის 468 000 დოზას გადმოსცემს. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა.
"ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ", — ამბობენ სამინისტროში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































