ბათუმში რამდენიმე მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებენ

340

ბათუმში სამ სხვადასხვა მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება.

მერიის ინფორმაციით, მრავალბინიანი სახლების ეზოებში ძველი წყალარინების სისტემა განახლდება და ახალი  სანიაღვრე არხები  მოეწყობა.

სამუშაოებისთვის მილიონამდე ლარს დახარჯავს თვითმმართველობა, პროექტის დასრულების ვადად კი აპრილი სახელდება.