პოლონეთის მთავრობა საქართველოს 46 8000 დოზა Pfizer-ის ვაქცინას ჩუქნის

228

პოლონეთის მთავრობა საქართველოს კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის 468 000 დოზას გადმოსცემს. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა.

“ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ”, — ამბობენ სამინისტროში.