პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში მთელი რიგი ცვლილებებია. დღეს, 5 ნოემბერს, ბოლო ვადაა, როცა მთავრობამ პარლამენტს მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უნდა წარუდგინოს.
“კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, მთელი რიგი ცვლილებებია. მათ შორის: მიმდინარე 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 65 მლრდ. ლარს აღწევს. 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია 6%-ის ოდენობით. დეფიციტი ასევე შენარჩუნებულია 4.4%-ის ნიშნულზე. მთავრობის ვალი 52.2 %-ია”, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
მისივე ინფორმაციით, არის საინტერესო ცვლილებები ასიგნებების ნაწილში და მთელი რიგი მხარჯავი სუბიექტების დაფინანსებება იზრება.
როგორც კოვზანაძე განმარტავს, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ვერსიის განხილვის პროცესში პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების ნაწილი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას მომავალ კვირას განიხილავს.