რა გადაწყვეტილება მიიღო თელავის საოლქო კომისიამ საჩივრებზე

415

თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, ეს იყო ძირითადად დისციპლინური დარღვევები.

„საჩივრების უმეტესობა დაკმაყოფილდა და კომისიის წევრებს შენიშვნა მივეცით. ერთი საჩივარი “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს ჰქონდა შემოტანილი. ორი ბიულეტენი, რაც გაბათილებული იყო, მიიჩნიეს, რომ არ უნდა გაბათილებილიყო. ჩვენ ბათილებში დავტოვეთ და ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა.

განსახილველი დაგვრჩა ერთი საჩივარი, რომელზეც დღეს, 6 საათზე ვიმსჯელებთ. საჩივარი “ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ ექვს უბანზე ვიდეოგადაღება არ ხორციელდებოდა. კანონში წერია, რომ თუ ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობს, პროცესი არ უნდა შეწყდეს. თუ არ იყო ჩართული კამერა, ამის შესახებ საუბნო კომისიის წევრებს ჩვენთვის არ მოუწვდიათ ინფორმაცია,”-აღნიშნა გაიპარაშვილმა.

მისივე თქმით, ოლქში შესული საჩივრები არჩევნების შედეგზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.