ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე სპეციალისტები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან  რეკომენდაციებს მოისმენენ

776
ბათუმი

ბათუმის გენერალური განვითარების გეგმა კვლავ შემუშავების პროცესშია. ქალაქის სახელმძღვანელო დოკუმენტზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და დღეს ამ ჯგუფის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის გენერალურ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტები მესამე სექტორს მათ მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოებს გააცნობენ და მათგან რეკომენდაციებსაც მოისმენენ.

ქალაქის განაშენიანებაში მთავარი დოკუმენტის მომავალი ავტორები მიიჩნევენ, რომ პროექტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანია და მას სისტემატური ხასიათი ექნება.

ბათუმის გენგეგმის დამკვეთი მერიაა, რომელმაც მუნიციპალიტეტის განაშენიანების მართვის საჭირო  ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს შექმნა წლებია ვერ მოახერხა.