ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს ხედავენ, მათ ვესაუბრე პერსონალურ სანქციებზე და ასე თუ გააგრძელებს, ივანიშვილი ვერ აცდება მკაცრ სასჯელს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მელიას თქმით, ძალიან გულახდილად ისაუბრა აქციებზე, ასევე იმაზე, რომ არჩევნები არის პრაქტიკულად გაუქმებული; რომ...
video
ბუნებრივ რესურსებზე გარემო ზემოქმედებისა თუ ფინანსური დანახარჯების კლების შესამცირებლად, ევროკავშირის დაფინანსებით ქვეყნი მასშტაბით, რვა მუნიციპალიტეტში  სპეციალური საგრატო პრორამა ხორციელდება. „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“  - ამ სახელწოდების პროექტს, გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს და ის მზის ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. რა კომპონენეტებს მოიცავს საგრანტო პროექტი და ვის შეუძლია დაფიანსების მოპოვება, ამ ტემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. დაბა ქედაში მცხოვრები უშანგი ასამბაძე ერთ - ერთი მათგანია,...
დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპროტესტო აქტივობები გაიმართება ყოველდღე. „დღეს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ვიკრიბებით, კვლავ, ხშირად, ყოველდღე, ხვალაც, ზეგაც, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქტივობები გაიმართება. დაგღლით, დაგქანცავთ და გაღიარებინებთ, რომ თქვენ მოიპარეთ არჩევნები და გაღიარებინებთ, რომ თქვენ ხართ კრიმინალები, მათ შორის...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ არ ვრცელდება „მწვანე პასპორტის“ მოქმედება საზოგადოებრივ ტრანპორტში. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ტრასპორტთან დაკავშირებით „მწვანე პასპორტის“ გამოყენების კონტროლი რთულია. „რთული დასამენეჯმენტებელია. შეიძლება დააწესო, მაგრამ ვერ აღასრულებ“,- განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში,...
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სასმახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნშნულია, რომ უწყება გამოკითხავს მიხეილ სააკაშვილს, შემდეგ კი მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება. „სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 9 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის...
ბათუმის მერიის სპეციალური კომისია ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ტექნიკურ დათვალიერებას იწყებს. ინფორმაციას აჭარის მერია ავრცელებს. ადგილობრივი  საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის კონკურსი/ემ-2 კატეგორიის  ავტობუსებისათვის 15-16 ნოემბრიდან დაიწყება, ამავე პერიოდში სამარშუტო ხაზის მფლობელებმა  მერიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, 18 ნოემბრიდან კი  მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება მოხდება, რომელიც 25 ნოემბრამდე  გაგრძელდა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, 1 დეკემბერს იქნება ცნობილი, რომელმა მიკროავტობუსმა დააკმაყოფილა მოთხოვნა. ამ დროისთვის...
ბათუმის საკრებულომ დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება  მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის ვადებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. თუ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მერს შეეძლო საკრებულოსთვის წარედგინა 15 ნოემბერს ბიუჯეტი, 19-ში კომისიებს ემსჯელათ და კალენდარულ ვადებში დაეყენებინათ კენჭისყრაზე, ცვლილებების შემდეგ ეს ვადები მოიხსნა და მერს შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტი წარადგინოს და წინასწარ გაწერილ თარიღამდე იმსჯელოს წარმომადგენლობითმა ორგანომ.  სხდომას არ დასწრებია...
ფოთის N17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. „პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, მოპირკეთდება იატაკი და ჭერი. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 209 000 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღების მშენებლობა და კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეაბილიტირებული და საჭირო...
ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა....
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთვევაში. ამრიგად, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ...
პარლამენტის რეგიონულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, მოსახლეობა GWP-ს მუშაობით ძალიან არის შეწუხებული. დეპუტატმა საკითხის მოგვარების თხოვნით, მომხმარებლის ინტერესების საზოგადოებრივ დამცველ სალომე ვარდიაშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა. „მოსახლეობა და მაჟორიტარები, რომლებიც თბილისს წარმოადგენენ, ძალიან არიან შეწუხებულები GWP-ს მუშაობით. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან სამგორის...
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავრობა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების საკითხზე მუშაობს, თუმცა გასული წლისგან განსხვავებით ამჯერად ის მიზნობრივი იქნება. “ჯერჯერობით ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ იმ შემთხვევაში თუ ასეთი სუბსიდია იქნება, ის მიზნობრივი, ანუ კონკრეტულ ჯგუფებზე გაწერილი იქნება,”-აცხადებს ხუციშვილი. 8 ნოემბერს, სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ამ დროისათვის უკვე გაჭრილია 14 გვირაბი, პარალელურად კი სამუშაოები გრძელდება 80 ხიდსა და 47 გვირაბზე. როგორც bm.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური 4 ზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის...
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იუსტიციის სამინისტროსთან დასრულდა. აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ აქცია საღამოს 19:00 საათზე, რუსთაველზე ისევ გაიმართება. „მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე. მთავარი ახლა არის ის, რომ ყველა გამოვიდეს და თავისი ხელით დაამარცხოს ეს რეჟიმი. მესმის, რომ ძალიან დაიღალეთ, 24 საათზე მეტია ფეხზე...
თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით,- ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში უკვე მე -7 დღეა შიმშილობს. როგორც მან აღნიშნა, ის მიიღებს მხოლოდ მედიკამენტებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლის პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. რაც შეეხება...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის #18 დაწესებულებიდან. "ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა", — წერს სიმონიშვილი Facebook-ზე. სანამ მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში გადაიყვანდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ანალიზებზე დაყრდნობით კონსილიუმი ექსპრეზიდენტის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ