ფოთის N17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, მოპირკეთდება იატაკი და ჭერი.
მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 209 000 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღების მშენებლობა და კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
რეაბილიტირებული და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების შესაბამის აღზრდა-განვითარებას და სასკოლო განათლების მისაღებად მათ მომზადებას.
ფოთში 2018-2021 წლებში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. აშენდა 2 და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.