„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იუსტიციის სამინისტროსთან დასრულდა.
აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ აქცია საღამოს 19:00 საათზე, რუსთაველზე ისევ გაიმართება.
„მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე. მთავარი ახლა არის ის, რომ ყველა გამოვიდეს და თავისი ხელით დაამარცხოს ეს რეჟიმი. მესმის, რომ ძალიან დაიღალეთ, 24 საათზე მეტია ფეხზე ვართ. 7 საათზე რუსთაველზე! ასევე, ჩვენი ოფისის კარი ღიაა. გვექნება კოორდინაცია შტაბებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, ეს არის მარათონი და ყველა უნდა ვიყოთ შემართებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.