ბათუმის მერიის სპეციალური კომისია ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ტექნიკურ დათვალიერებას იწყებს. ინფორმაციას აჭარის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის კონკურსი/ემ-2 კატეგორიის ავტობუსებისათვის 15-16 ნოემბრიდან დაიწყება, ამავე პერიოდში სამარშუტო ხაზის მფლობელებმა მერიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, 18 ნოემბრიდან კი მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება მოხდება, რომელიც 25 ნოემბრამდე გაგრძელდა.
მერიაში აცხადებენ, რომ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, 1 დეკემბერს იქნება ცნობილი, რომელმა მიკროავტობუსმა დააკმაყოფილა მოთხოვნა.
ამ დროისთვის ქალაქში დღიურად 250-მდე მიკროავტობუსი მუშაობს.