ფინანსთა მინისტრი: კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

883

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავრობა გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების საკითხზე მუშაობს, თუმცა გასული წლისგან განსხვავებით ამჯერად ის მიზნობრივი იქნება.

“ჯერჯერობით ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა რომ იმ შემთხვევაში თუ ასეთი სუბსიდია იქნება, ის მიზნობრივი, ანუ კონკრეტულ ჯგუფებზე გაწერილი იქნება,”-აცხადებს ხუციშვილი.

8 ნოემბერს, სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით, ამაზე საქართველოს მთავრობა მსჯელობს.