დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ არ ვრცელდება „მწვანე პასპორტის“ მოქმედება საზოგადოებრივ ტრანპორტში.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ტრასპორტთან დაკავშირებით „მწვანე პასპორტის“ გამოყენების კონტროლი რთულია.
„რთული დასამენეჯმენტებელია. შეიძლება დააწესო, მაგრამ ვერ აღასრულებ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
ამასთან, „მწვანე პასპორტი“ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმოქმედებს.