დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"დღეს, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ გაიმართება. თბილისის მერი კახა კალაძე 3 დღით უცხოეთში გაემგზავრა. კახა კალაძე თბილისში კვირის ბოლოს დაბრუნდება", - განმარტავენ მერიაში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, ინდ. მეწარმეებს და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
გია ონიანმა თითოეულ მათგანს მოსთხოვა სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტი მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს მათ, რათა სამუშაოები შეუფერხებლად განახორციელონ.
მერის თქმით, მომავალში ტენდერების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი გახდება უფრო ეფექტური და...
ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მიზნით, დაბა ლენტეხში, უკვე არსებული ქსელები ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გაუმჯობესებული ინტერნეტიზაციის სამუშაოების მიმდინარეობა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა დაათვალიერა.
„ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მუშაობის ციფრულ პლატფორმაზე გადავიდა’’-აღნიშნა მერმა.
მათივე ცნობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის სამუშაოები დაბის მასშტაბით უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ქუთაისში კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე შესახვევის გზის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა. ასევე, როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, ლადო ასათიანის ქუჩის #145- სა და #147ა - ში ფასადების რეაბილიტაცია ე.წ. "მიუნხენის ტექნოლოგიით" მიმდინარეობს. პროექტი აივნების მოპირკეთებასა და საწვეთურების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 227 000 ლარია და შპს "ლოდერნა" ასრულებს.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს ქალაქის ადმინისტრაციულ...
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება, სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმარი ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან და უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო დახმარებითა და უსაფრთხოებით.
„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს აქტიურად თვალყურის დევნებას მიხეილ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საჯარო სკოლა დროებით თაზაქენდის N1 სკოლაში, საბირქენდის სკოლა კი, ქალაქ მარნეულის N4 სკოლაში გადავა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ალგეთის სკოლის ავარიული შენობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა და ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას დისტანციურ სწავლებაზე მოუწია გადასვლა. ამის შესახე რადიო მარნეული წერს.
როგორ მარნეულის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ალი გახრამანოვი ამბობს, ახლა მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც მერია ცდილობს,...
შპს "საქართველოს მელიორაციამ" ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ამით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, 30-წლიანი პრობლემა მოგვარდება. წლების განმავლობაში, ქართლის ორი დიდი სოფლის - რუისისა და ურბნისის მოსახლეობას შორის, სარწყავი წყალი გრაფიკით ნაწილდებოდა.
მოსახლეობას შორის წარმოშობილი დავები არაერთხელ გამხდარა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების თათბირებზე განხილვის საგანი. იმის გამო, რომ წყალი ჯერ რუისში გაედინებოდა და...
ჩვენ მმართველ პარტიასთან უნდა ვიმუშაოთ, რადგან ერთი მხრივ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან პარლამენტში, მაგრამ რიტორიკის, სიძულვილის ენის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წინააღმდეგ ჩვენი განცხადებები უნდა იყოს ძალიან გასაგები და ასევე ჩვენი მოქმედება შედეგებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ორგანიზებულ ვებინარზე განაცხადა, რომლის მონაწილეებმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ზეგავლენა შეაფასეს.
„მინდა, გავაფრთხილო მმართველი...
არაფორმალური განათლება, ახალგაზრდული პროგრამების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობა და გარემოს დაცვის საკითხები – რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად ცენტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული კითხვარის შევსება იქნება საჭირო.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია სრულწლოვან პირს ან საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც ერთი პირი მაინც იქნება სრულწლოვანი. კონკურსანტი რუსთავში უნდა იყოს რეგისტრირებული.
პროექტში გამარჯვებული მიმდინარე წლის ...
გლდანის რაიონის გამგეობამ დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი სივრცეებიც მოაწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი სივრცეები 15 მისამართზე განთავსდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 365 596 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები უკვე დასრულდა მუხიანის 4 ბ მიკრორაიონის N29 ა და მეორე მიკრორაიონის N10 კორპუსებთან, წყალსადენის ქუჩაზე N33 ა - 35 ბ კორპუსების მიმდებარედ და მუხიანის მესამე მიკრორაიონის...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ ყველამ დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ის ჭამს.
"რა თქმა უნდა, ყველამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ფეიქია მისი ე.წ. შიმშილობა. ამის ვიდეომტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. ზოგადად, იფნორმაცია საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით აქვს, ეს არის ჩვეულებრივი ფეიქი. როგორი ფეიქიც არის თვითონ, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე ფეიქია...
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში ახალი მედიაციის რაუნდს არ უნდა ელოდონ. მისივე თქმით, 2020 წელს ევროკავშირის ჩართულობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციაში იყო ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ რაღაც მომენტში ქართველმა პოლიტიკოსებმა საკითხების თვითონ გადაჭრა უნდა დაიწყონ.
"ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, ფასილიტაცია გაგიწიოთ, მაგრამ ფასილიტაციის ერთ-ერთი მეთოდი არის თანამშრომლობა უშუალოდ საქართველოს პარლამენტში. მედიაციის კიდევ ერთი რაუნდი იქნება თუ...
"ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო", — ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ პატიმრების გინებასა და მუქარას. ამასთან, მისი აზრით, სააკაშვილისადმი ეს აგრესია "სავარაუდო" და მოსალოდნელი იყო.
"შეიძლება ეს იყო სავარაუდო, იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან. ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო? ჩვენ რა შუაში ვართ?", — ამბობს ის.
გლდანის...
ასე გამოიყურება ქარელის სოფელ მოხისის ფიტნეს ტრენაჟორები, რომელიც 2021 წლის 3 ნოემბერს უნდა გახსნილიყო. ფოტო 4 ნოემბერსაა გადაღებული. ფიტნეს ტრენაჟორები ამჟამად საქონლის სადგომადაა ქცეული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამუშაოები ორი თვის წინ, წინასაარჩევნოდ დაიწყო, თუმცა მშენებლებმა ობიექტი დიდი ხანია მიატოვეს და ამ მდგომარეობაში დატოვეს.
კომპანია ,,გეო გრინი'' გამარჯვებულად 2021 წლის 9 სექტემბერს გამოვლინდა. სამუშაოები 60...
არასამთავრობო ოგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი.
მესამე სექტორი მიმდინარე მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში მცხოვრები ლალი ხარაზიშვილი ბუნებრივი აირის შეყვანას სახლში, თითქმის ერთი წელია, უშედეგოდ ელოდება. ამის შესახებ ცემი ხარაგაული წერს.
„ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა შარშან წინასაარჩევნოდ დაიწყეს და ზამთარში დასრულდა. დაგვპირდნენ, რომ ოჯახებში შემოყვანა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა. თუმცა, გაზი ამ დრომდე არ გვაქვს“, – ამბობს ლალი ხარაზიშვილი.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ვარძიაში მოსახლეობაში დაქსელვის სამუშაოების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































