ლენტეხის მერი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შეხვდა და სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება მოითხოვა

308

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, ინდ. მეწარმეებს და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

გია ონიანმა თითოეულ მათგანს მოსთხოვა სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტი მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს მათ, რათა სამუშაოები შეუფერხებლად განახორციელონ.

მერის თქმით, მომავალში ტენდერების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი გახდება უფრო ეფექტური და გამჭვირვალე საზოგადოებისათვის.