კობახიძე: გუშინ ყველამ დაინახა, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია სააკაშვილი, ამის მიზეზი ისაა, რომ ის ჭამს

264

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ ყველამ დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ის ჭამს.

“რა თქმა უნდა, ყველამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ფეიქია მისი ე.წ. შიმშილობა. ამის ვიდეომტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებამ. ზოგადად, იფნორმაცია საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით აქვს, ეს არის ჩვეულებრივი ფეიქი. როგორი ფეიქიც არის თვითონ, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე ფეიქია მისი შიმშილობაც.

გუშინ ყველამ ისიც დაინახა, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, ესეც იხილა საზოგადოებამ და ამის მიზეზი არის ის, რომ ის ჭამს”, — თქვა მან.