გლდანის რაიონის გამგეობამ დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი სივრცეებიც მოაწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი სივრცეები 15 მისამართზე განთავსდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 365 596 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები უკვე დასრულდა მუხიანის 4 ბ მიკრორაიონის N29 ა და მეორე მიკრორაიონის N10 კორპუსებთან, წყალსადენის ქუჩაზე N33 ა – 35 ბ კორპუსების მიმდებარედ და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N16-17 კორპუსებთან, ასევე, ავჭალა 2-ში, ჯავახეთისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე.
გარდა ამისა, გასართობი ზონები მოეწყო ზაჰესში, მშვიდობის ქუჩა N14-17-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან. ზაჰესში, ავჭალის ქუჩა N11, ლიბანის ქუჩა N24-26, ანდრონიკაშვილის II შესახვევის N24-25 და ჯანჯღავას ქუჩა II ჩიხის N73 კორპუსების მიმდებარედ. ქერჩის ქუჩა N2 კორპუსის, გმირი კურსანტების N27, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N19 კორპუსის და ჯაბიძის ქ N11 -ს შორის. ასევე, გლდანის მესამე მიკრორაიონის N1-3-4 და N 3-6 კორპუსების მიმდებარედ.
სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა.
დასრულებულ პროექტებს რამდენიმე მისამართზე გლდანის რაიონის გამგებელი, ლევან ნაროუშვილი, თბილისის საკრებულოს არჩეულ კანდიდატთან, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.