მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“ კონკურსს აცხადებს.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებში ქართული მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი პოპულარიზაცია და ქართული ენის ცოდნის განმტკიცება, რაც მათ ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას იძულებით ნაბიჯად აფასებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა.
„დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება. ადამიანისადმი, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა უსამართლო სასამართლოთი სარგებლობისაც კი. ადამიანს პროცესზე...
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ავიაკომპანია “აკ-ეარის” მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდი L 410-ი დაეშვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მესტიასა და ქუთაისს შორის რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების მონიტორინგის მენეჯერის, მარიამ ბახუტაშვილის განცხადებით, მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა შესაძლოა ეტაპობრივად გაიზარდოს.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წლებია საქართველოში მოქმედ ადგილობრივ აეროპორტებში ადმინისტრირებას უწევს...
ოპოზიციის აქციამ სუს-თან გადაინაცვლა. ვაჟა-ფშაველას ძეგლთან დაწყებული პროტესტის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობით გადაინაცვლეს ლილუაშვილის უწყებასთან.
აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
ლილუაშვილის უწყების შენობასთან პოლიციის კორდონი უკვე განლაგდა.
პარტია "საქართველოსთვს" ლიდერი, გიორგი გახარია იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას ეხმაურება.
გახარია Facebook-ზე წერს, რომ "ოცნება" საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან დამარცხებულია.
"როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!
დამარცხებული - საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!", - წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, გადაყვანის კადრები გაავრცელა, სადაც...
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო გორში მომავალი წლიდან სიახლეების განხორციელებას გეგმავს. საკითხები, რომლითაც მუნიციპალურმა ორგანიზაციამ ახალ მერს მიმმართა, ძირითადად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ეხება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სერვისის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობენ.
“ქალაქში თანამედროვე ავტობუსების შემოყვანით მოქალაქეებისთვის გაჩნდა ახალი სერვისი, რომელიც ორიენტირებულია მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე.არსებობს ახალი იდეები, დაგეგმილი გვაქვს სიახლეები, რომელთაც მერიას წარვუდგენთ და დაველოდებით...
პარტია "დროა" იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გადადგომას ითხოვს. მიზეზი დღეს გავრცელებული კადრებია, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალადობს ბადრაგი მიხეილ სააკაშვილზე გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებისას.
მიუხედავად იმისა, რომ რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა დაამტვრია, მათ მიერვე გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება კატეგორიულად მიუღებელია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების...
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სარგავი მასალების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.
კერძოდ, სავალდებულო ხდება ევროპული CAC (Conformitas Agraria Communitatis) სტანდარტი, კლასიფიკაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს ნერგების წარმოება და გაყიდვა.
დადგენილება აწესებს სანერგე მეურნეობებისთვის აკრედიტაციის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოებისა და მარკეტინგის პირობებს დაარეგულირებენ...
პროგრამის “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” გამარჯვებული პროექტები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 45 ინიციატივა იყო წარდგენილი, რომელთაგან მეორე ეტაპზე 10 მათგანი გადავიდა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
სწორედ აღნიშნული პროექტებიდან ელექტრონული კენჭისყრის შედეგად, ოთხი გამარჯვებული იდეა გამოვლიდა. გამარჯვებულ ინციატივებს შორისაა გურამიშვილის ქუჩაზე სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცის მშენებლობა, სპორტული და საბაშვო მოედანი მოეწყობა ფალიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების მიმდებარედ.
მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხები ასევე მე-14 მიკრორაიონში...
აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2022-2025 წლების პრიორიტეტები კომიტეტის წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა -გიორგი...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ახალი წლის დღესასწაულისათვის მზადებას უკვე იწყებს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული შესყიდვა ინდივიდუალურ მეწარმე ლაშა კვარაცხელიასთან გააფორმა. მერია კვარაცხელიას ქალაქგანათების დიზაინის მომსახურებას 4 500 ლარად შეიძენს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ი.მ ლაშა კვარაცხელიამ მერიას უნდა მიაწოდოს გეგმა და ფოტოსურათები თუ როგორი უნდა იყოს მარნეულის ქუჩების განათება წინასაახალწლო პერიოდში.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა...
საცხოვრებლები სველი წერილების გარეშე. სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახებისთვის, ქედის მერია სახლებს აშენებს, თუმცა, პროექტში, სველი წერტილი გათვალისწინებული არ არის. რამდენად აკმაყოფილებს პროექტი ადამიანურ საჭიროებებს? თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ქედაში, სოფელ ზენდიდში მცხოვრები ემზარ პაპუნიძის ორსულიანი ოჯახი ერთ-ერთია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელს უშენებს. ოჯახი სახელმწიფო შემწეობით არსებობს, თუმცა სხვა ბევრი სოცილაურად დაუცველისგან გასხვავებით, პაპუნიძეების პირობები უკიდურესად მძიმეა. სწორედ ამიტომ...
მარნეულში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 50 თეთრით გაძვირდა. საუბარია სამარშრუტო ტაქსებზე, რომლის ღირებულებაც აქამდე 2.50 ლარი იყო. იმ ფონზე, როდესაც საწვავის ღირებულება დღითიდღე იზრდება, რადიო „მარნეული“ დაინტერესდა ხომ არ იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაც. როგორც მერიის ბალანსზე მყოფ შპს „ავტოპარკში“ განმარტავენ, ფასების გაზრდა იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე - არა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„ჯერ არ გვაქვს შეთანხმებული როდიდან გავზრდით ფასებს. სხვადასხვა ხაზზე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლაში, სადაც დაახლოებით ასი ბავშვი სწავლობს, გაკვეთილები ინფრასტრუქტურულად გაუმართავ კლასებში მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგი აითენ ზეინალოვა ქართული ენის პედაგოგია, რადიო „მარნეულთან“ ჰყვება, რომ საკლასო ოთახების კარ-ფანჯარა დაზიანებულია და ბოლომდე არ იკეტება, ამიტომ სიცივე და წვიმა ოთახებში შედის.
,,საკმაოდ დიდი სოფელია და ეს ერთი პატარა სკოლა გვაქვს, ესიც ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმა შემოდის ფანჯრებიდან, ფეჩის ღუმელი გვაქვს რომელიც...
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხარაგაული-კიცხი ზესტაფონის გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 19 103 277.00 ლარზე გამოაცხადა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ტენდერში 10 მშენებელი კომპანია მონაწილეობდა, ყველაზე დაბალი ფასი შპს „New Road“-მა დაასახელა. ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 14 288 887.78 ლარზე გაფორმდა.
კომპანია „New Road“ შესყიდვების მენეჯერის, გვანცა დაუშვილის ინფორმაციით, ამ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად არსებული საფარის მოშორება და დაზიანებულ ადგილებზე საყრდენების გამაგრება მიმდინარეობს.
ხელშეკრულების მიხედვით, ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































