საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხარაგაული-კიცხი ზესტაფონის გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 19 103 277.00 ლარზე გამოაცხადა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ტენდერში 10 მშენებელი კომპანია მონაწილეობდა, ყველაზე დაბალი ფასი შპს „New Road“-მა დაასახელა. ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 14 288 887.78 ლარზე გაფორმდა.
კომპანია „New Road“ შესყიდვების მენეჯერის, გვანცა დაუშვილის ინფორმაციით, ამ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად არსებული საფარის მოშორება და დაზიანებულ ადგილებზე საყრდენების გამაგრება მიმდინარეობს.
ხელშეკრულების მიხედვით, ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში, 2023 წლის გაზაფხულზე, უნდა დასრულდეს.