სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სარგავი მასალების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.
კერძოდ, სავალდებულო ხდება ევროპული CAC (Conformitas Agraria Communitatis) სტანდარტი, კლასიფიკაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს ნერგების წარმოება და გაყიდვა.
დადგენილება აწესებს სანერგე მეურნეობებისთვის აკრედიტაციის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოებისა და მარკეტინგის პირობებს დაარეგულირებენ მცენარეებისა და მცენარეთა სარგავი მასალებისთვის. დადგენილება ფარავს ორ ძირითად ასპექტს სერტიფიცირების სისტემის დასანერგად: ხარისხის კონტროლის მექანიზმების დაცვას მცენარეთა სარგავი მასალების წარმოების პროცესში და მასალებზე ფიტოსანიტარულ პროცედურებსა და კონტროლს.
„ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით მივიღეთ დადგენილება, რომელიც საშუალებას მისცემს კერძო სანერგეებს, კომერციულად აწარმოონ მინიმალური, დადგენილი სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირებული ნერგები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად“,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
FAO-ს პროგრამის კოორდინატორის თქმით, სარგავი მასალების სერტიფიცირება სოფლის მეურნეობის კონკრეტულ დარგებში საექსპორტო პოტენციას გაზრდის.
„ხარისხიანი და მიკვლევადი სანერგე მასალების წარმოება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ღვინის, ხილისა და თხილის წარმოების სექტორებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი და FAO ტექნიკურ დახმარებას უწევენ კერძო სანერგე მეურნეობებს, რათა მათ ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლონ. ეს ნერგების წარმოების მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვა ნიბიჯია, რაც, სამომავლოდ, ქვეყნისთვის საექსპორტო შესაძლებლობებს გაზრდის“, – განაცხადა ხავიერ FAO-ს
პროგრამის კოორდინატორმა, სანს ალვარესმა.