გახარია კადრების გავრცელებაზე: როცა შენს “მტერს” ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!

287

პარტია “საქართველოსთვს” ლიდერი, გიორგი გახარია იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას ეხმაურება.

გახარია Facebook-ზე წერს, რომ “ოცნება” საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან დამარცხებულია.

“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!

დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!”, – წერს გიორგი გახარია. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, გადაყვანის კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ძალადობენ ბადრაგის თანამშრომლები მესამე პრეზიდენტზე. ასევე, კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოხეული აქვს ტანსაცმელი და პენიტენციურის თანამშრომლები მას დამამცირებლად და ძალადობრივად ექცევიან.