“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” – რუსთავში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

471
რუსთავის მერია

პროგრამის “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” გამარჯვებული პროექტები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 45 ინიციატივა იყო წარდგენილი, რომელთაგან მეორე ეტაპზე 10 მათგანი გადავიდა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

სწორედ აღნიშნული პროექტებიდან ელექტრონული კენჭისყრის შედეგად, ოთხი გამარჯვებული იდეა გამოვლიდა. გამარჯვებულ ინციატივებს შორისაა გურამიშვილის ქუჩაზე სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცის მშენებლობა, სპორტული და საბაშვო მოედანი მოეწყობა ფალიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების მიმდებარედ.

მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხები ასევე მე-14 მიკრორაიონში სტადიონის და მე-8 მიკრორაიონში მრავალფუნქციური სათემო სკვერის მშენებლობაზე. თითოეულ გამარჯვებული პროექტისთვის  მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყოფა.