“დროა” იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

334

პარტია “დროა” იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გადადგომას ითხოვს. მიზეზი დღეს გავრცელებული კადრებია, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალადობს ბადრაგი მიხეილ სააკაშვილზე გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლებისას.

მიუხედავად იმისა, რომ რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა დაამტვრია, მათ მიერვე გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა.