ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება ქვეყანაში, რამდენიმე ინდიკატორს აქვს საიმედო საიმედო ტენდენცია. შემცირდა ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი. წინა ორ სამშაბათთან შედარებით დაახლოებით 700-800 ერთეულით კლება გვაქვს ახალი შემთხვევების, თუმცა დღეს მაინც ბევრია. როგორც აღვნიშნე, ეპიდსიტუაცია რთულია ქვეყანაში და ამას შეაჩერებს მხოლოდ აცრა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რთულ ეპიდვითარებას მხოლოდ იმუნიზაცია შეაჩერებს. „აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ...
საწოლფონდი მობილიზებულია მაქსიმალურ დონეზე. ამ დროისთვის 8871 საწოლია მობილიზებული. კლინიკაში იმყოფება 6718 პაციენტი, აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 კი - რეანიმაციულ განყოფილებაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში წახალისების პროგრამამ დადებითი გავლენა იქონია პროგრამის გაფართოებაზე. „აცრილთა შორის, სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, დაახლოებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობა შეძლებს, ჩამოტვირთოს შესაბამისი აპლიკაცია, რომელშიც, კორონავირუსთან და კოვიდვაცინაციასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური მონაცემები იქნება ასახული. „მოგეხსენებათ, ჩვენ მივუერთდით ევროკავშირის კოვიდპასპორტისა და აპლიკაციის ინსტრუმენტს. ესაა ურთიერთგაცვლის ინსტრუმენტი. სულ რამდენიმე დღეში, გაკეთდება განცხადებები, რომელი აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ, სადაც აღნუსხული იქნება მონაცემები აცრის, ბოლო PCR-ტესტისა და კოვიდინფექციის გადატანის შესახებ. მისი მეშვეობით, საშუალება გექნებათ, რომ კოვიდპასპორტი 1-ლი დეკემბრიდან შევიდეს ძალაში და ასევე,...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მიზანშეწონილად მიიჩნევს, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები გაიზარდოს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დავით რაზმაძის განცხადებით, საჯარო სექტორში ანაზღაურება კერძო სექტორის ანალოგიურ მიმართულებასთან შედარებით დაბალია და კვალიფიციური კადრების შენარჩუნებისთვის მათი ხელფასით დაინტერესება მნიშვნელოვანია. “საჯარო მოხელეს უნდა გაეზარდოს ხელფასი, რადგან ადგილზე გაჩერება უკვე ჭირს კადრების. აქ ისწავლიან მიიღებენ გამოცდილებას და მიდიან კერძო სექტორში, რადგან იქ ანაზღაურება ბევრად...
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვისა და მშენებლობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს. ამ ეტაპზე მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 180 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2 კმ-ის სიღმეში მიმდინარეობს. პარალელურად გრძელდება გვირაბამდე...
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, საუკეთესო სპეცმასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა.ტიტულის მისაღებად კონკურსში ჩაბმა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. სპეცმასწავლებლებმა, 2021 წლის 16 ნოემბრიდან – 2021 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინოს: რეზიუმე (CV); წერილობით ან ვიდეო ჩანაწერით გადმოცემული სამოტივაციო, რომელშიც სპეციალური მასწავლებელი წარადგენს მისი მუშაობის უპირატესობებს, კონკურსში მონაწილეობის მოტივაციას, აღწერს მის სამუშაო გარემოსა და...
ერთი წელია, რაც ხარაგაულში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს. ეს სამუშაოები, ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანია „ლ და კ“-ს დამფუძნებელი დავით კაპანაძე ამბობს, რომ პროექტში ცვლილება რამდენჯერმე განხორციელდა. „პროექტის ცვლილებას გარემოს დაცვის სამინისტროსგან თანხმობა სჭირდებოდა, რომელიც ახლახან მივიღეთ, – ამბობს დავით კაპანაძე, – ჩვენ რაც გვევალებოდა, თითქმის შევასრულეთ – ხარაგაულში ცენტრალური მაგისტრალი მოვაწყვეთ და...
60 წელს ზემოთ მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია რომ მეტ მხარდაჭერას საჭიროებს, სტატისტიკის გარდა, მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაწყებული წამახალისებელი კამპანიებიც მეტყველებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასაკია ის, რაც „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის სიმძიმეს განსაზღვრავს. "ჩემს ასაკში კვდებიან, პირველ რიგში" - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, 4 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო...
ევროკავშირმა საქართველოში გაცემული COVID-პასპორტი აღიარა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის Covid-19-ის სერტიფიკატების სისტემას საქართველოსთან ერთად მოლდოვა, ახალი ზელანდია და სერბეთიც მიუერთდა. გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ოთხივე ქვეყანაში გაცემული სერტიფიკატები დაუკავშირდება ევროკავშირის ელექტრონულ სისტემას. ამავე დროს, ამ ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, თავის მხრივ, აღიარონ ევროკავშირის Covid-19-ის ელექტრონული სისტემა ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების შემთხვევაში. ევროკომიის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ...
video
ბათუმის მერიამ მერთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 252 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა. შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს. სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, მომავალი წლიდან 20 მილიონი ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა. ასევე, სიახლეა სტუდენტების დაფინანსების კუთხითაც. განიხილება საკითხი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენტიას გადასცემენ. გარდა ამისა,...
video
ნურისა და არდაგანის ტბაზე წყლაქვეშა და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, დასუფთავება რეგულარულად ხორციელდება. ტბაში წყალმცენარეების დიდი რაოდენობით არსებობა ჟანგბადის მოცულობას ამცირებს და მის გადაჭარბებულ მოხმარებას იწვევს. ცნობისთვის, ნურისა და არდაგანის ტბები 2008 წლის შემდგომ „ბათუმის წყალის“ დაქვემდებარებაშია.
video
ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო და სასტუმრო ზონას. მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. უწყების ცბონითვე, ქობულეთში იწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს და 3 დარბაზს.
video
წყალში გადაყრილი მილიონები და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ბათუმში თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით საკანალიზაციო ლუქებს, რომლებიც მძღოლებისთვის არამარტო დისკომფორტის შემქმნელი, არამედ დამაბრკოლებელიც ხდება. მძღოლების თქმით, უფუჭდებათ ავტომობილები და ხარჯებს არავინ უნაზღაურებთ.  ბათუმის მერია ფაქტს ხედავს, თუმცა რეაგირებას არ ახდენს. ვრცლად ამის შესახებ "TV25-ის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნახავთ.
video
ქედის მუნიციპალიტეტში ინერტიულ მასალას რამდენიმე ადგილზე მოპოვებენ. კარიერებს აქ ბევრ ადგილზე შეხვდებით. ერთ - ერთი ასეთი ადგილი, სოფელ ქოსოფელთანა, სადაც ბუნებრივ წიაღისეულს, მდინარე აჭარსწყლიდან იღებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, პროცესი უკონტროლოა და შესაბამის უწყებებს რეგირებისკენ მოუწოდებენ. მოპოვებაზე ნებართვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასცემს.
საქართველო ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ახალ საგარეო ვალს იღებს. მათი ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ხმარდება, ისეთ პროექტებს, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალის ლოტები, ახალი გვირაბები და სხვა. თუმცა, არაერთი ისეთი კრედიტიც არის დამტკიცებული, რომელთა მოცულობაც 30 მილიონ ლარზე ნაკლებია. დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2022 წლიდან საგარეო ვალის აღების პირობები იცვლება. კერძოდ, მთავრობა აღარ აიღებს...
საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ოქტომბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 224.2 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 36.5 ლარით, ანუ 19%-ით მეტია. ეს თავად საარსებო მინიმუმის და მისი ზრდის ტემპის რეკორდული მაჩვენებელია, რაც ქვეყანაში გაძვირებულ ცხოვრებაზე მეტყველებს. საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ოქტომბერში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ