ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება ქვეყანაში, რამდენიმე ინდიკატორს აქვს საიმედო საიმედო ტენდენცია. შემცირდა ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი. წინა ორ სამშაბათთან შედარებით დაახლოებით 700-800 ერთეულით კლება გვაქვს ახალი შემთხვევების, თუმცა დღეს მაინც ბევრია. როგორც აღვნიშნე, ეპიდსიტუაცია რთულია ქვეყანაში და ამას შეაჩერებს მხოლოდ აცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რთულ ეპიდვითარებას მხოლოდ იმუნიზაცია შეაჩერებს.
„აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო, აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა. ასევე იმატებს 60 წელს ზემოთ აცრილთა წილი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 ათასზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკის პირი.
ამ წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა იმოქმედა და ეს დინამიკა გაჩნდა. თუმცა, ერთ კვირა ამისთვის მცირეა. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ხანდაზმული ასაკის აცრის მაჩვენებელი. პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს, რაც „ძალიან ცუდია““, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.