ბათუმის მერიამ მერთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო

236

ბათუმის მერიამ მერთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 252 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა.

შეხვედრაზე მხარეებმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს. სხდომაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, მომავალი წლიდან 20 მილიონი ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის გამოიყოფა. ასევე, სიახლეა სტუდენტების დაფინანსების კუთხითაც. განიხილება საკითხი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენტიას გადასცემენ.

გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი პირები თავშესაფრის დატოვების შემდეგ, მერიისგან 1 წლის განმავლობაში 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. თვითმმართველობა მათ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩამატებასაც აანონსებს.