ნურისა და არდაგანის ტბებზე წყლაქვეშა და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა

262

ნურისა და არდაგანის ტბაზე წყლაქვეშა და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, დასუფთავება რეგულარულად ხორციელდება. ტბაში წყალმცენარეების დიდი რაოდენობით არსებობა ჟანგბადის მოცულობას ამცირებს და მის გადაჭარბებულ მოხმარებას იწვევს.

ცნობისთვის, ნურისა და არდაგანის ტბები 2008 წლის შემდგომ „ბათუმის წყალის“ დაქვემდებარებაშია.