საწოლფონდი მობილიზებულია მაქსიმალურ დონეზე. ამ დროისთვის 8871 საწოლია მობილიზებული. კლინიკაში იმყოფება 6718 პაციენტი, აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 კი – რეანიმაციულ განყოფილებაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში წახალისების პროგრამამ დადებითი გავლენა იქონია პროგრამის გაფართოებაზე.
„აცრილთა შორის, სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი და საერთოდ გუშინდელი ვაქცინაციის მაჩვენებელი 8000-ს აჭარბებს, რაც იმედისმომცემია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.