ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო და სასტუმრო ზონას. მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. უწყების ცბონითვე, ქობულეთში იწყება ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს და 3 დარბაზს.