საუკეთესო სპეცმასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

283

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, საუკეთესო სპეცმასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა.ტიტულის მისაღებად კონკურსში ჩაბმა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

სპეცმასწავლებლებმა, 2021 წლის 16 ნოემბრიდან – 2021 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინოს: რეზიუმე (CV); წერილობით ან ვიდეო ჩანაწერით გადმოცემული სამოტივაციო, რომელშიც სპეციალური მასწავლებელი წარადგენს მისი მუშაობის უპირატესობებს, კონკურსში მონაწილეობის მოტივაციას, აღწერს მის სამუშაო გარემოსა და მოსწავლეების საჭიროებებს.

აღნიშნული დოკუმენტაცია სპეცმასწავლებელმა უნდა გადაგზავნოს შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

უწყების ინფორმაციით, კონკურსი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით ტარდება და მას მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება.