საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით სამის წინააღმდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესატანი ცვლილებები მიიღო.
ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესთან, ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ფრაქციის წესდების შემუშავებასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების წესთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტის თანახმად,
ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია;
ახლად...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.
საბიუჯეტო პროექტის კორექტირებულ ვარიანტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცნობს.
ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 342,5 მლნ ლარით და 19 026,4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
სხვა შემოსავლების პროგნოზი პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით იზრდება 75,0 მლნ ლარით და 745.0 მლნ...
რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ქალაქის იმ უბნების მოსახლეობას შეხვდა, სადაც ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თბილისის, რჩეულიშვილის, ჩაპაევის, გიორგაძის, ჯავახიშვილის ქუჩებზე, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციას, მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. ნინო ლაცაბიძის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტად იყო გამოყოფილი და რუსთავის მერიის მიერ მომზადებულ 2022 წლის ბიუჯეტშიც აისახა.
,,რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ვიმუშავებთ მთელი...
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მე-18 სამედიცინო დაწესებულება ყველანაირად არის უზრუნველყოფილი, რათა სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს.
მან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე დეპუტატებს მოუწოდა და სთხოვა, შეწყვიტონ შიმშილობა.
„მეთვრამეტე დაწესებულება, სადაც იმყოფება სააკაშვილი, ყველანაირად არის უზრუნველყოფილი, როგორც ყველა ნორმალური, ძლიერი კლინიკა. ამ დაწესებულებაშიც ყველაფერი არის უზრუნველყოფილი, რათა მას ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. მინდა, მივმართო და ვთხოვო ყველა მოშიმშილეს, თავი...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადგენილ ვადაში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტი 52 953 000 ლარს შეადგენს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, დოკუმენტს უკან დაუბრუნებს მერიას.
მერია კი, ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა კვლავ წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს განსახილველად“,- ნათქვამია...
ყველა მოშიმშილეს მინდა მივმართო და ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, ასევე, მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, კალაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც.
„მე თავს ვიკავებ სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან. უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ახლა ჩემთვის მთავარი...
ქუთაისის მერია "ფლანგვის დეტექტორს" მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, იოსებ ხახალეიშვილი კი მედიისთვის ჟურნალისტურ ქარტიაში ჩივილს აპირებს.
მერიის განცხადებით, "ფლანგვის დეტექტორმა" დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაცია გაავრცელა 2019-2021 წლებში ბიუჯეტიდან შშმ პირთა დახმარებისთვის დახარჯულ თანხებზე.
ამასთანავე, მათი განცხადებით, მცდარია ინფორმაცია წარმომადგენლობით ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.
მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს უკანასკნელი 2020 წელთან შედარებით, 65 337 ლარით შემცირდა.
არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი "ფლანგვის დეტექტორს ჟურნალისტურ ქარტიაში...
"ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
ზურაბ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი აცერთი მათგანი ყოფილ.
რაც შეეხება ბადრის ჯაფარიძეს, მისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79-მა დეპუტატმა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, პარლამენტის დატოვება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადაწყვიტეს. მათ ამ ფორმით ხელისუფლების მიერ არჩევნების...
ifact.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 12 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტურის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” 10 ათასი ლარი შესწირა.
“დეკლარაციის მიხედვით, იოსებ ხახალეიშვილის ყოველთვიური ხელფასი 1,499 ლარია. გამოდის, წლევანდელი ანაზღაურების ნახევარზე მეტი, უკან, პარტიაში დააბრუნა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. ხახალეიშვილმა პარტიას ისე გადაურიცხა თავისი ხელფასის ნახევარზე მეტი, რომ თანამდებობა ჯერ გარანტირებულად არ ეკავა”, – აღნიშნულია...
საგარეჯოს მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილედ ემზარ კუჭუაშვილი დანიშნა. ინფორმაცია speqtri.ge-ს საგარეჯოს მერიაში დაუდასტურეს.
კუჭუაშვილი მუშაობას 15 ნოემბრიდან შეუდგა.
ცნობისთვის, ის მუნიციპალიტეტში წამყვან პოზიციაზე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა და 2008-2010 წლებში გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება მეორე მოადგილეს, ამ პოზიციას კვლავ გიორგი ლალიაშვილი ინარჩუნებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიპირში მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა შვიდი ჰექტარი საძოვრის, აუქციონზე გატანას აპროტესტებს. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში, მიწას, რომელიც საძოვრად გამოიყენებოდა სტატუსი შეუცვალეს და აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. მოსახლეობის პროტესტისა და საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილების შემდეგ, მიწების გასხვისების პროცესი დროებით შეჩერდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, სოფლის საძოვრები აუქციონზე ხელახლა გაიტანეს და მის დასრულებამდე ორი...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ ხუთ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა. ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თერჯოლაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა, დამატებით საჭიროებებზე ესაუბრა და სამომავლოდ გვერდით დგომას დაპირდა.
,, სოციალური უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა და ამ მიმართულებით თერჯოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები ახალ სახლებში გააგრძელებენ...
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების ყველა დარჩენილ ქუჩაზე, ჯამში 120-კმ გზაზე გარეგანათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
პროექტის განხორციელების შემდეგ გადაიჭრა მრავალწლიანი პრობლემა, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სრულად იქნა მოწყობილი გარეგანათება, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტები დაწყებულია ადიგენის, ახალციხის, ახალქალაქისა, წალკის, ასპინძის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას,...
რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულოს 53-ე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 2022 წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტები მოიწონეს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის, ნინო ქავთარაძის განცხადებით, საერთო რაოდენობით საუბარია 25 პროექტზე, რომლებიც უკვე დაგეგმილი/შემუშავებულია და, თუ ბიუჯეტი შესაძლებლობას მისცემს, შემდეგ წლებში განხორციელდება.
"საკრებულოს სხდომაზე განხილული იყო პროექტები, რომელიც საკრებულომ მოიწონა 2022 წლის ბიუჯეტში დასაგეგმად და განსახორციელებლად. ესენი გახლავთ: მედიათეკის მშენებლობა და კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის...
რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ა(ი)იპ "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
ცენტრის ტექნიკურმა ჯგუფმა ამ დროისთვის კოსტავას გამზირზე არსებული საცხოვრებელი სახლების აივნები მორთო.
რომელ ქუჩებზე მოეწყობა საახალწლო ილუმინაციები და რა თანხა დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯერჯერობით უცნობია.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































