გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადგენილ ვადაში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტი 52 953 000 ლარს შეადგენს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა, დოკუმენტს უკან დაუბრუნებს მერიას.
მერია კი, ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა კვლავ წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს განსახილველად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
იხილეთ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი: http://gori.gov.ge/sajaro-informacia11/757-goris-municipalitetis-2022-tslis-biujetis-proeqti.html