რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

218

რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ა(ი)იპ “რუსთავსერვის ცენტრი” ახორციელებს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

ცენტრის ტექნიკურმა ჯგუფმა ამ დროისთვის კოსტავას გამზირზე არსებული საცხოვრებელი სახლების აივნები მორთო.

რომელ ქუჩებზე მოეწყობა საახალწლო ილუმინაციები და რა თანხა დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯერჯერობით უცნობია.