ifact.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 12 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტურის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” 10 ათასი ლარი შესწირა.
“დეკლარაციის მიხედვით, იოსებ ხახალეიშვილის ყოველთვიური ხელფასი 1,499 ლარია. გამოდის, წლევანდელი ანაზღაურების ნახევარზე მეტი, უკან, პარტიაში დააბრუნა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. ხახალეიშვილმა პარტიას ისე გადაურიცხა თავისი ხელფასის ნახევარზე მეტი, რომ თანამდებობა ჯერ გარანტირებულად არ ეკავა”, – აღნიშნულია ifact.ge-ს ინფორმაციაში.