პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.
საბიუჯეტო პროექტის კორექტირებულ ვარიანტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცნობს.
ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 342,5 მლნ ლარით და 19 026,4 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
სხვა შემოსავლების პროგნოზი პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით იზრდება 75,0 მლნ ლარით და 745.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი განისაზღვრება 18 839,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც პირველად ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 395,7 მლნ ლარზე მეტით.