სტრასბურგის სასამართლომ, ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელი მოხის ცენტრში არსებული სადავო შენობის გამო, 2014 წლის 22 ოქტომბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, დისკრიმინაცია დაადგინა და საქართველოს მთავრობას, მომჩივანი ოთხი პირისთვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 9 300 ევროს გადახდა დაავალა. მომჩივანთა უფლებებს, საქმეზე სახელწოდებით "მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტები იცავდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. საქმე 2014 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში პოლიციის მხრიდან ადგილობრივი მუსლიმების დაკავებისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას ეხება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3და...
ბათუმში შანიძის 12 ნომერში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი ავარიულია და შენობაში ყოფნა ყოველდღიურად საფრთხის შემცველი ხდება. 14 ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იმყოფებოდა. ისინი ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციას აანონსებენ. ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში აცხადებენ, რომ კორპუსის მდგომარეობას ექსპერტები შეისწავლიან და შესაბამის ზომებს, ამის შემდეგ მიიღებენ.
წინა სტატია ახალციხის ახლად არჩულმა მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა  სამი მოადგილე დანიშნა, სამივე მათგანს, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, ისინი თვითმმართველობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მერის პირველ მოადგილედ, ილია ზარდიაშვილი დაინიშნა. იგი სპეციალობით ეკონომისტია და საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ვიცე–მერის პოზიციას იკავებდა. ილია ზარდიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2021...
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოების მიმდინარეობას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად პირადად გაეცნო. „პროგრამის ფარგლებში ქ. ამბროლაურში სამუშაოები მიმდინარეობს, კოსტავას...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში, სოფლის განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „ტიჩი“ ხის მულჩისა და ბრიკეტის წარმოება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმოს სიმძლავრე საათში 6-8 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა. საწარმოს შესაქმნელად, სრული ინვესტიცია 200,000 ლარზე მეტია, საიდანაც 165, 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის გრანტია. საწარმოში 14 ადგილობრივია დასაქმებული. ზამთრის პერიოდში კომპანიის „ტიჩი“ წარმოებული ბრიკეტებით დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედები საჯარო...
"დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი თბილისის საკრებულოს უკვე წარედგინა, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი 1 მილიარდ 200 მილიონისგან შედგება, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული", - ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯამურად, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი მილიარდ 430 მლნ-ზეა წარდგენილი. „ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესრულების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ყველამ კარგად იცის,...
თბილისის მერია საახალწლო თემატიკის დეკორატიულ მატარებელს ყიდულობს. შესაბამისი სახელმწიფო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დეკორატიულ მატარებელში თბილისის ბიუჯეტიდან 107 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “თბილსერვის ჯგუფს”, რომელმაც უშუალოდ გამოაცხადა ტენდერი, მომსახურების მიწოდება 105.8 ათას ლარად შესთავაზა. შესყიდვაში გამარჯვებულია კომპანია “ღამის შოუ სტუდია”. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მატარებელი 6-განყოფილებიანი იქნება, საიდანაც პირველი განყოფილება ორთქლმავალია, დანარჩენი კი...
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 2021 წლის ბოლოსთვის 679 მილიონი ლარის ვალი ექნება - ასეთია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული საპროგნოზო მაჩვენებლები. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. 2022 წლის ბოლოსთვის კი ბიუჯეტის ვალი მილიარდ 8 მილიონ ლარამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია აღნიშნული, რომელიც საკრებულოში უკვე შევიდა. შედეგად, მომდევნო წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალი 328 მილიონი ლარით...
2022 წელს თბილისში რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია აღნიშნული. გზების კაპიტალური შეკეთებისთვის ბიუჯეტში 24.5 მილიონი ლარია გამოყოფილი. თბილისის მერია აპირებს მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომლისთვისაც 4,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ასევე საუბარია კრწანისის ქუჩის განახლებაზეც, რისთვისაც მერიას 2,2 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული. ასევე გათვალისწინებულია ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის მთავრობა...
წინა სტატია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა წალენჯიხისა და ფოთის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს. ფოთის საკრებულოს 3 მოშიმშილე წევრს დღეს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდება. რაც შეეხება წალენჯიხას, იქ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 4-მა დეპუტატმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, მათ რიცხვს "ნაციონალური მოძრაობიდან" კიდევ 2 პირი შეუერთდება. გუშინ მომხდარი ხმაურისა და დპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერები შიმშილობას აგრძელებენ ზუგდიდშიც, სადაც 5-მა პირმა...
გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა, მათ შორის, სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას, მასწავლებელთა ვაქცინაციას და სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხზე საუბრისას ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის მხრიდან სასკოლო...
ოფიციალურად, აფხაზეთის დღევანდელი ბიუჯეტის 60% რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, - ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე, რაც გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესზე და რუსეთის მოქალაქეებზე. „უკვე 28 წელია, აფხაზეთი დეფაქტო აღარაა საქართველოს სამართლებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის ნაწილი. ამ ხნის განმავლობაში, ოდესღაც ეკონომიკურად წარმატებული მხარე გაპარტახდა და მისი...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება რამდენიმე პრობლემას შეიცავს. ორგანიზაციის განცხადებით, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხელს უშლის ახლად არჩეულ საკრებულოს, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ გადაწყვიტა, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, დაჩქარებული წესით განიხილოს ზუგდიდის...
დღეს დილით, ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის გონიო-კვარიათის მაჟორიტარი დეპუტატი გარდაიცვალა. ნუგზარ ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. ინფორაციას მთავარი არხი ავრცელებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 57 წლის ფუტკარაძეს დიაბეტური კრიზისი  განუვითარდა და იგი მოულოდნელად დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განცხადება გააკეთეს ოპოზიციური პარტიის წევრების ზეწოლასთან დაკავშირებით. "ყველასათვის შემზარავი იყო ამ დილით ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. გეტყვით,...
პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა. ყველა პატიმარი არის პატიმარი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი „განსაკუთრებული პატიმარია“. „ესენი არიან ადამიანები, ვინც ჩადიან დანაშაულს. არ ვიცი განსაკუთრებული, არაგანსაკუთრებული, ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება...
600 დევნილი ოჯახის სია, რომელთაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადასცემს. „დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში დამატებით, დევნილთა საცხოვრებელი ორი ნგრევადი შენობა იხურება. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 172 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ