ბათუმში შანიძის 12 ნომერში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

293

ბათუმში შანიძის 12 ნომერში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი ავარიულია და შენობაში ყოფნა ყოველდღიურად საფრთხის შემცველი ხდება. 14 ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იმყოფებოდა. ისინი ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციას აანონსებენ.

ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში აცხადებენ, რომ კორპუსის მდგომარეობას ექსპერტები შეისწავლიან და შესაბამის ზომებს, ამის შემდეგ მიიღებენ.