თბილისი 300 მილიონის ახალ ვალს იღებს – 2022 წლის ბოლოს დედაქალაქის ვალდებულებები 1 მლრდ ლარს გადააჭარბებს

264

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 2021 წლის ბოლოსთვის 679 მილიონი ლარის ვალი ექნება – ასეთია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული საპროგნოზო მაჩვენებლები. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

2022 წლის ბოლოსთვის კი ბიუჯეტის ვალი მილიარდ 8 მილიონ ლარამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია აღნიშნული, რომელიც საკრებულოში უკვე შევიდა. შედეგად, მომდევნო წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალი 328 მილიონი ლარით იზრდება. მერია ახალ ვალს იღებს ორი პროექტისთვის – ერთი ავტობუსების შეძენას ეხება და 300 მილიონი ლარის ახალი ვალდებულების აღებას ითვალისწინებს, მეორე კი მუნიციპალური მომსახურების პროექტისთვის არის და 34 მილიონის აღებას გულისხმობს. დანარჩენი ფინანსური ვალდებულებები მერიას მანამდეც ჰქონდა.

ქვემოთ ნაჩვენებია პროექტები, რომელთა გამოც თბილისის მერიას ვალი აქვს აღებული: