“განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ამბროლაურში 3 შენობის რეაბილიტაცია და ე.წ. მაგრელიოს სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

688

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოების მიმდინარეობას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად პირადად გაეცნო.

„პროგრამის ფარგლებში ქ. ამბროლაურში სამუშაოები მიმდინარეობს, კოსტავას ქუჩაზე სადაც გათვალისწინებულია 3 შენობის რეაბილიტაცია და კულტურის სახლის უკან მდებარე ე.წ ‘’მაგრელიოს სკვერის’’ კეთილმოწყობის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ასევე დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება კოსტავას ქუჩაზე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას“,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.