ისნის რაიონის გამგეობამ არტურ ლაისტის ქუჩაზე 5200 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი და გასართობი სივრცე მოაწყო. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ორი საბავშვო და სპორტული მოედანი, ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკები, ცხოველების სასეირნო სივრცე, ფანჩატური, სარწყავი სისტემა და LED განათება. ასევე დაირგო ხე-მცენარეები. პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 1 028 740 ლარით დაფინანსდა. https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/posts/3830734437029964 „აქ ყველა ადამიანისთვის, პატარასთვის თუ მოხუცისთვის შესაბამისი გარემოა. ძაღლებისთვისაც სპეციალური სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების სისტემები,...
ბათუმში მოსახლეობის ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემაზე გადართვა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო ორ თვეში ქალაქის მასშტაბით წყალარინებისა და სანიაღვრეს ახალ სისტემაზე 250-მდე აბონენტი გადაერთო. როგორც ბათუმის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 5 კილომეტრამდე ახალი წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ამ ეტაპზე სამუშაოები სულაბერიძის, ჩხაიძის, ანგისის ქუჩებზე და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.
წინა სტატია როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოვიდ-პასპორტის განახლებაზე, ეს ეხება ქაღალდზე გაცემულ ცნობებს, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა. გიორგი ღიბრაძის თქმით, აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის და მას ავტომატურად განახლებული QR კოდი ექნება. „ჩვენ 16 ნოემბრიდან მივურთდით ერთიან სისტემას, შესაბამისად, იქედან მივიღეთ ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ჩაშენებულია დღეიდან გაცემულ QR კოდებში. ცხადია, უკვე დაბეჭდილ QR კოდში ამის ჩამატება ვერ...
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატან ცვლილებები, მეორე მოსმენით განიხილეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განმარტა, რომ საკითხის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, ერთი არსებითი ხასიათის ცვლილება განხორციელდა და ეს ეხება საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის განსაზღვრას. „ერთი პარტიული სიით გასულ საკრებულოს წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეეძლებათ. თუმცა, გაიზარდა ფრაქციაში...
სოლოლაკში, ამაღლების ქ. N3-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალურად გამაგრება დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა. „პროექტის მიხედვით, შენობის ფასადი აღდგა, საძირკველი და კედლები გამაგრდა. ასევე, ლითონის ელემენტებით ფანჯრები მოეწყო. კარის ღიობები მოჩარჩოვდა, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისვა, ბზარები დამუშავდა და სპეციალური მასალით შეივსო. გარდა ამისა, სეისმური სარტყელი...
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯომარე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ბრალდება, რომ 2022 წლის ბიუჯეტში თანხების დიდი ნაწილი მერიის თანამშრომლების და ა(ა)იპების ხარჯებს ხმარდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ესეც, მისი განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციის ნაწილია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დადგენილია 46 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით. კანონში იყო ადრე ჩანაწერი, რომ სახელფასო ფონდი არ უნდა ყოფილიყო ბიუჯეტის 25%-ზე. თუმცა...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში მოქმედ ყველა კომისიასა და ფრაქციას გადაეგზავნა. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები დეპუტატებმა, საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებმა და ორგანიზაციებმა საკრებულოს აპარატში 24 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 24...
video
"შენი იდეა ბათუმს” - პროექტი, რომელსაც ბათუმის მერია წლებია ახორციელებს. საუკეთესო იდეების გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. ხმის მიცემის ეტაპზე 21 განაცხადია გადასული. ინიციატივების განხორციელება ქალაქის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდება. რა იდეები წარადგინეს მოქალაქეებმა და რა სარგებელს მოუტანს ქალაქს? თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ბავშვთა სენსორული სფეროს განვითარება, ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ფუნქციონალური უნარების გაუმჯობესება - ეს იმ...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხუთი მუნიციპალიტეტისგან წარდგენილი საპროექტო წინადადებები 16 ნოემბერს, განიხილა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულიდან ამ პროგრამაში დევების სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტია წარდგენილი. ქუთაისის, ზესტაფონის, საჩხერისა და ბაღდათის საპროექტო წინადადებები საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული სივრცეებისა და ვარინკა წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს. მუნიციპალიტეტებისგან წარდგენილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს...
საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს, - ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა იზრდება, კერძოდ საკრებულოს თავმჯდომარეს ეყოლება სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე. დღეის მდგომარეობით საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, იმ მუნიციპალიტეტში კი, სადაც 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს...
ქუთაისის N2, N14, N20, N24 და N 28 საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით,  სწავლა ორი კვირის შემდეგ განახლდება. ქალაქში ამ ეტაპზე მხოლოდ 32 ბაღი ფუნქციონირებს. სააღმზრდელო დაწესებულებებმა  მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მშობლებს ბავშვები მხოლოდ შენობამდე მიჰყავთ. აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა, იზოლაციაში გადაჰყავთ. საბავშვო ბაღებში პირბადის...
გურჯაანის მერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. ბიუჯეტის პროექტი საფინანსო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ წარადგინა. ამის შესახებ სპექტრი წერს. როგორც მან განაცხადა ბიუჯეტის პროექტი წინა წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 21 მილიონს აჭარბებს. „კანონმდებლობის შესაბამისად 15 ნოემბრამდე ეწოდება საკრებულოს ბიუჯეტი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ვებგვერძე და საჯარო განხილვა გაიაროს. განხილვა ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბიუჯეტი...
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კახეთის მუნიციპალიტეტების უკვე ყოფილი მერებიდან ზოგიერთი მათგანი კვლავ თვითმმართველობაში რჩება, ზოგი კი - კერძო სექტორს უბრუნდება. მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად ძველი კადრები კახეთის მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში წარადგინა. დედოფლისწყაროში ნიკოლოზ ჯანიაშვილი უკვე მეორედ აირჩიეს მერად, მანამდე ის გამგებელი გახლდათ. მეორე ვადით იქნა არჩეული ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს. მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად...
წყალმომარგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყო. „დღეის მდგომარეობით სოფელ ბულაჩაურში არსებული ამორტიზებული სისტემისა და დებეტის სიმცირს გამო, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. მიმდინარე პროექტის ფარგლებში სოფლისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა. შედეგად, ბულაჩაურს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, ინფორმაციას ბათუმის საკრებულო ავრცელებს. ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ბიუჯეტიდან განათლების მიმართულების პროგრამები 26,792,300 ლარით დაფინანსდება. კერძოდ, სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას 26,602,300 ლარი მოხმარდება, პროფესიულ განვითარებასა და უმაღლესი განათლების ხრლშეწყობას - 170,000 ლარი, ზოგადი განათლების ხელშეწყობას - 20 000 ლარი პროექტის...
ხელვაჩაურის მეოთხე მოწვევის საკრებულო მუშაობას ასრულებს. 26 წევრიან მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოს  ვადა უკვე ეწურება და  ადგილს ახალ შემადგენლობას უთმობს და უტოვებს ხელვაჩაურის 2022 წლის ბიუჯეტს, მიმდინარეში კი ცვლილება თავად განახორციელეს. ინფორმაციას აჭარს მაუწყებელი ავრცელებს. 211 ათასი ლარით გაიზარდა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და  უკვე 25 მილიონ ლარზე მეტია. საფინანასო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით ზრდა ტენდერებისგან მიღებული ეკონომიების ხარჯზე მოხდა. თანხები ჯანდაცვაზე, კომუნალურ სამსახურსა და ხელვაჩაურის წყალკანალზე გადანაწილდა. ცვლილებები ბიუჯეტში საკრებულოს წევრებმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ