ბათუმის მერია: მოსახლეობის ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემაზე გადართვა გრძელდება

229

ბათუმში მოსახლეობის ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემაზე გადართვა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო ორ თვეში ქალაქის მასშტაბით წყალარინებისა და სანიაღვრეს ახალ სისტემაზე 250-მდე აბონენტი გადაერთო.

როგორც ბათუმის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 5 კილომეტრამდე ახალი წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ამ ეტაპზე სამუშაოები სულაბერიძის, ჩხაიძის, ანგისის ქუჩებზე და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.